თამარ კორძაია - თუ საკონსტიტუციო სასამართლო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ“ კანონის მოქმედებას არ შეაჩერებს, ეს გამოიწვევს გამოუსწორებელ ზიანს სამოქალაქო საზოგადოების, თითოეული მოქალაქისა და დემოკრატიისთვის

თუ საკონსტიტუციო სასამართლო სრულად არ შეაჩერებს [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ] კანონის მოქმედებას, ეს გამოიწვევს გამოუსწორებელ ზიანს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის, თითოეული მოქალაქისთვის, დემოკრატიისთვის, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაია ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება, რომელიც იქნება შუალედური ან არ იქნება კანონის სრულად შეჩერების თაობაზე მიღებული, იქნება რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაგრძელება.

„ხვალ საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტს წავიდეს რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გზით თუ იხელმძღვანელოს საქართველოს ეროვნული ინტერესებით. თუ საკონსტიტუციო სასამართლო სრულად არ შეაჩერებს კანონის მოქმედებას, ეს გამოიწვევს გამოუსწორებელ ზიანს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის, თითოეული მოქალაქისთვის, საქართველოს დემოკრატიისთვის. ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება, რომელიც იქნება შუალედური ან არ იქნება კანონის სრულად შეჩერების თაობაზე მიღებული, იქნება რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაგრძელება. ჩვენ ხვალ ყველანაირად ვეცდებით დავუსაბუთოთ საკონსტიტუციო სასამართლოს ის რისკები, რაც მოჰყვება კანონის სრულად ამოქმედებას და ვეცდებით, რომ მივაღებინოთ ქვეყნისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება. კანონის სანქციების ნაწილი ამოქმედებას იწყებს 1-ელ სექტემბერს, გონივრულია, რომ [სასამართლომ] 1-ელ სექტემბრამდე მიიღოს ეს გადაწყვეტილება“, - განაცხადა კორძაიამ.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვას 29 აგვისტოს, 11:00 საათზე დაიწყებს. საქმეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე