პიტერ სტანო - ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ განცხადებებით ევროკავშირი შეშფოთებულია - გაწევრიანების კარი ღია რჩება, თუ საქართველო გადაწყვეტს, რომ ბოლო თვეების უარყოფითი ტენდენციები შეცვალოს

ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და „ქართული ოცნების“ სხვა ოფიციალური პირების განცხადებებით ევროკავშირი შეშფოთებულია, - ამის შესახებ ნათქვამია Politico-ს სტატიაში, სახელწოდებით, „ევროკავშირი აფრთხილებს საქართველოს, ოპოზიციური პარტიები არ აკრძალოს“.

„მოქმედებების ამჟამინდელი კურსი ევროკავშირისკენ საქართველოს გზას საფრთხეს უქმნის, რაც, დე ფაქტო, გაწევრიანების პროცესის შეჩერებას იწვევს. ევროკომისია რიტორიკასა და საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება და შესაბამისი რეაგირებისთვის მზად არის. ყველა ვარიანტი მაგიდაზეა და ჩვენ შესაბამისად ვიმოქმედებთ, თუ აღნიშნული განცხადებების ამოქმედება მოხდება“, - განუცხადა Politico-ს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ.

ამასთან, სტანომ აღნიშნა, რომ გაწევრიანების კარი „ღია რჩება, თუ საქართველო გადაწყვეტს ევროკავშირის ღირებულებებსა და ნორმებს მოერგოს და ბოლო თვეების უარყოფითი ტენდენციები შეცვალოს“.

„ჩვენ შეშფოთებული ვართ, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ, პრემიერ-მინისტრისა და „ქართული ოცნების“ სხვა ოფიციალური პირების განცხადებებით. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, დემოკრატიის ძირითადი პრინციპების დაცვის აუცილებლობას, რომლის მთავარი ნაწილი პოლიტიკური პლურალიზმია. ჯანსაღი დემოკრატია წარმატებით მრავალფეროვნების საშუალებით ვითარდება. ოპოზიციური პარტიები, აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია მთავრობების ანგარიშვალდებულებისა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვის უზრუნველსაყოფად აუცილებელია“, - აღნიშნავს პიტერ სტანო, რომლის განცხადებასაც „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

პიტერ სტანოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი საქართველოში 26 ოქტომბერს გასამართ საპარლამენტო არჩევნებს ყურადღებით დააკვირდება.

„სტაბილური და კონსოლიდირებული დემოკრატიული ინსტიტუტები და პროცესები ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ცენტრალურ საყრდენს წარმოადგენენ და გაფართოების ანგარიშის ფარგლებში ყოველწლიური შეფასების ძირითად ნაწილს შეადგენენ. ევროკავშირი 26 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ყურადღებით დააკვირდება“, - აცხადებს პიტერ სტანო.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა