ნიკა ობოლაძე - მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი უსამართლო პატიმრობისგან - სალომე ზურაბიშვილის ვალია გაათავისუფლოს პოლიტპატიმარი სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი, უსამართლო პატიმრობისგან. ამ შემთხვევაში, სალომე ზურაბიშვილის სიტყვებთან ერთად, ქმედებებიც იქნება გულწრფელი, - ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის” ეკონომიკური საკითხების მდივანმა, ნიკა ობოლაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის ვალია გაათავისუფლოს პოლიტპატიმარი მიხეილ სააკაშვილი.

„თუ სალომე ზურაბიშვილი არის გულწრფელი ამ საუბარში, როდესაც ის ამბობს, რომ ივანიშვილმა ომი გამოუცხადა ქართველ ხალხს, დასავლელ მეგობრებს, რომ ივანიშვილი აანონსებს უპრეცედენტო რამეს - ოპოზიციის გაუქმებას, ის უნდა იყოს გულწრფელი ქმედებებშიც, რაც ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციის მთავარი ლიდერი, ადამიანი, ვისაც ყველაზე მეტი გავლენა აქვს ქართულ საზოგადოებაზე და ყველაზე უფრო დიდი მხარდაჭერა აქვს ოპოზიციაშიც და ხელისუფლების წარმომადგენლებიდანაც, უნდა გაათავისუფლოს უსამართლო პატიმრობისგან.

სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი, უსამართლო პატიმრობისგან. ამ შემთხვევაში, სალომე ზურაბიშვილის სიტყვებთან ერთად, ქმედებებიც იქნება გულწრფელი. რა თქმა უნდა, ივანიშვილმა ომი გამოუცხადა ქართველ ხალხს და საქართველოს მეგობრებს, ქართველი ხალხის ერთიანობას, მაგრამ ამ ყველაფერს სჭირდება შეწინააღმდეგება და სალომე ზურაბიშვილის ვალია გაათავისუფლოს პოლიტპატიმარი სააკაშვილი”,- განაცხადა ნიკა ობოლაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის