დმიტრო კულება პოლონეთსა და ბელგიას ეწვევა

დმიტრო კულება პოლონეთსა და ბელგიას ეწვევა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, დღეს, დმიტრო კულება პოლონელ კოლეგასთან, რადოსლავ სიკორსკისთან მოლაპარაკებებს გამართავს.

მოგვიანებით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელში გაემგზავრება, სადაც ხვალ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს.

“განხილვის თემები ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების მხრიდან უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისა და საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ხელშეწყობა და მეორე მშვიდობის სამიტამდე “მშვიდობის ფორმულის” ფართო გლობალური მხარდაჭერის მოზიდვა იქნება”, - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს