გია ვოლსკი - საერთაშორისო პროცესები, რომელიც მიმდინარეობს, გაცილებით რთულია, ვიდრე ის ფორმულა და ტუტუცური სიმარტივე, რასაც პრეზიდენტი გვთავაზობს

საერთაშორისო პროცესები, რომელიც მიმდინარეობს, გაცილებით რთულია, ვიდრე ის ფორმულა და ტუტუცური სიმარტივე, რასაც პრეზიდენტი გვთავაზობს, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ 2024 წლის არჩევნები რეფერენდუმის ტოლფასი იქნება.

მისი შეფასებით, ზურაბიშვილმა ზუსტად იცის, რომ 2012 წლიდან “ქართულ ოცნებას” არცერთი ნაბიჯი რუსეთის ინტერესების გასატარებლად არ გაუკეთებია საქართველოში.

„საერთაშორისო პროცესები, რომელიც მიმდინარეობს, გაცილებით რთულია, ვიდრე ის ფორმულა და ტუტუცური სიმარტივე, რასაც პრეზიდენტი გვთავაზობს. რუსეთთან დაკავშირებით კარგად იცის თვითონაც და განცხადებები უკეთებია, იმაზე, რომ იმ ოკუპაციის შემოქმედი, რაც დღეს საქართველოში მიმდინარეობს, ოპოზიციაა. ზუსტად იცის, რომ 2012 წლიდან “ქართულ ოცნებას” არცერთი ნაბიჯი რუსეთის ინტერესების გასატარებლად არ გაუკეთებია საქართველოში. ზუსტად იცის, რომ თვითონ არის ერთ-ერთი მებაირაღე იმ პოლიტიკური ძალისა, რომელმაც ყველაფერი მისცა რუსეთს, შემოჭრას, ოკუპაციას შეუქმნა სამართლებრივი წინაპირობა, ობიექტები, რასაც ჩვენ სტრატეგიულ ობიექტებს ვუწოდებთ, ჩააბარა და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რათა ეს ოკუპაცია განგრძობითი იყოს. სასამართლოს და გაერო-ს უშიშროების საბჭოს არ მიმართა, ხალხი არ გამოიყვანა, დანაშაულები ჩაიდინა და რუსეთს სამხრეთ კავკასიაში გამაგრების საშუალება მისცა. 700 მეტრში, თუ უფრო ნაკლებშია განლაგებული რუსეთის ბაზა ცენტრალური გზებიდან. ამის საშუალება მისცა სალომე ზურაბიშვილის გუნდმა რუსეთის ფედერაციას. დღეს საქართველოს ხელისუფლებას, რომელსაც არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით, იმას ედავება, რომ თურმე შეიძლება პრორუსული იყოს მისი პოლიტიკა და საქმიანობა. პრიმიტიულია ფორმულა - ჩვენ იმ კურსის მომხრე ვართ, რაც კონსტიტუციაშია ასახული. ეს არის ფაქტი, რომლის რეალიზაცია მოხდება მაშინ, როცა მსოფლიოში მიმდინარე პროცესები წავა მშვიდობისკენ, მოლაპარაკებისკენ და წერტილი დაესმება ამ სპეკულაციებს, რომელსაც სათავეში სალომე ზურაბიშვილი ჩაუდგა”, - განაცხადა ვოლსკიმ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ “უნდა მოვემზადოთ არჩევანისთვის, რომელიც იქნება რეფერენდუმის ტოლფასი - ევროპა თუ რუსეთი”.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო