პეტრე ცისკარიშვილი - თუ „ქართულ ოცნებას" ერთიანობით აღვუდგებით, მმართველი პარტია ვერც გაიმარჯვებს და ვერც ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს გააუქმებს

ერთიანობა სწორედ იმიტომ გვჭირდება, რომ ძალა ერთობაშია. ერთად ჩვენ შეგვიძლია, არ მივცეთ "ქართულ ოცნებას" საშუალება, საქართველო უფსკრულში გადაჩეხოს, ეს უფსკრული ჩვენთვის რუსული ჭაობი, იზოლაცია და სიღატაკეა, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ხალხი ერთიანობას შეინარჩუნებს, მმართველი პარტია ვერც გაიმარჯვებს და ვერც ოპოზიციურ პარტიებს გააუქმებს.

„თუ "ქართულ ოცნებას" ერთიანობით აღვუდგებით, მმართველი პარტია ვერც გაიმარჯვებს და ვერც ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს გააუქმებს.

ერთიანობა სწორედ იმიტომ გვჭირდება, რომ ძალა ერთობაშია. ერთად ჩვენ შეგვიძლია, არ მივცეთ "ქართულ ოცნებას" საშუალება, საქართველო უფსკრულში გადაჩეხოს, რასაც ისინი აპირებენ. ეს უფსკრული ჩვენთვის და ჩვენი მომავლისთვის, შვილებისთვის არის რუსული ჭაობი, იზოლაცია და სიღატაკე. ამის უფლება არ უნდა მივცეთ, თორემ პარტიას გააუქმებენ თუ არა - საბუთები და დოკუმენტები სულ არ მაინტერესებს. პარტიები და იდეები ყოველთვის რჩებიან, მთავარია მოვინდომოთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" არ წაშალოს ქვეყანა“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ამასთან, როგორც ცისკარიშვილმა აღნიშნა, 26 ოქტომბრის არჩევნები „ნამდვილად გადარჩევის არჩევნებია“.

მისი თქმით, „ეს ხელისუფლება უნდა გადავირჩიოთ და გავუშვათ სახლებში“.

„თუ ეყოფათ შესაძლებლობა და პოლიტიკაში ყოფნას გადაწყვეტენ, მაშინ ისინი იქნებიან ოპოზიციაში, მაგრამ მე ეჭვი მაქვს, რომ "ქართული ოცნება" პოლიტიკიდან ისევე სწრაფად აორთქლდება, როგორც "მოქალაქეთა კავშირი“ გაქრა 2003 წელს. მაგრამ, ქართველმა ხალხმა ეს გადაწყვეტილება 26 ოქტომბერს, ძალიან დიდი სხვაობით უნდა მიიღოს და ჩვენ ძალიან დიდი უპირატესობით უნდა დავამარცხოთ ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედი ეს პოლიტიკური ძალა. სხვა გამოსავალი არ გვაქვს, რადგან არჩევანი არის სიღარიბესა და იზოლაციას, მეორე მხრივ კი ევროპულ კეთილდღეობას შორის. მგონი, ყველაფერი ზედაპირზეა, გასაგებია და 26 ოქტომბერს ეს 12-წლიანი კოშმარი, რამენაირად, უნდა დავასრულოთ.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის ნაბიჯებს, რა მოგახსენოთ - მან უნდა გადაწყვიტოს, მე კი ჩემი გადმოსახედიდან ერთ რამეს ვიტყვი: კარგი იქნებოდა, ის თავის დროზე, პარტიულ პოლიტიკაში შესულიყო - ან თავისი პარტიიდან, ან ალიანსი გაეფორმებინა რომელიმე პარტიასთან და ყოფილიყო მათ სიაში, ყოფილიყო თუნდაც, პრემიერობის კანდიდატი; მაშინ ყველაფერი უფრო ნათელი და გამოკრისტალებული იქნებოდა, მათ შორის თავად ზურაბიშვილის პოზიციასთან დაკავშირებით. ახლა ჩვენ მას პატივს ვცემთ, როგორც პრეზიდენტს, როგორც ინსტიტუციას", - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პაატა ზაქარეიშვილი - აფხაზეთში ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება, ამიტომ საჭიროა ამ თემებზე ჩვენი მხრიდან მეტი ყურადღება და ანალიზი
ქართული პრესის მიმოხილვა 05.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ ევროპული სტანდარტის ფიტნეს დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება