რუსებმა უკრაინას დრონებით და რაკეტებით შეუტიეს, კიევში აფეთქებების ხმები ისმოდა

რუსული ძალები უკრაინის ტერიტორიას დრონებით და რაკეტებით დაესხნენ თავს, კიევში აფეთქებების ხმები ისმოდა, საჰაერო განგაში ქვეყნის 15 ოლქში გამოცხადდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ნამსხვრევების ჩამოვარდნა დაფიქსირდა კიევის დნეპროვსკის, გოლოსევსკისა და დესნიანსკის რაიონების საცხოვრებელ ზონებში. გოლოსევსკის რაიონში საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა, თუმცა, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.

ამასთან, დესნიანსკის რაიონში, სადაც დრონის ნამსხვრევები ჩამოვარდა, კოტეჯების ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი