ლევან ცუცქირიძე - „რუსული კანონის“ შეჩერება ეს არის შესაძლებლობა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, გააკეთონ ის, რაც ყველა პატრიოტს ევალება - ეს არის მათი პროფესიული სინდისის მაჩვენებელი

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ცუცქირიძის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებისთვის შესაძლებლობაა გააკეთონ ის, რაც „ყველა პატრიოტს ევალება“ და შეაჩერონ ის.

როგორც ცუცქირიძემ ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა, ეს მათი პროფესიული სინდისის მაჩვენებელი იქნება.

ამასთან, ცუცქირიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ოპტიმისტური მოლოდინი არ აქვს.

„დღეს საკონსტიტუციო სასამართლო იწყებს „რუსული კანონის“ განხილვას. ეს არის მათი შესაძლებლობა, როგორც ინსტიტუტის და ასევე, როგორც მოსამართლეების, პროფესიონალების და ამ ქვეყნის მოქალაქეების, რათა გააკეთონ ის, რაც ყველა პატრიოტს ევალება - შეაჩერონ საქართველოში „რუსული კანონის“ ამოქმედება და უკუაგდონ ის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ. ეს არის მათი პროფესიული სინდისის მაჩვენებელი. ჩვენ აქ ვართ და ვესაუბრებით ძალიან ბევრ ადამიანს და ვაკეთებთ იმ საქმეს, რაც არის საზოგადოებისთვის პრობლემების ახსნა და ილიას გზის ჩვენება, რომელსაც საქართველოს ვთავაზობთ“,- განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლო დღეს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვას იწყებს.

სარჩელის განხილვა 11:00 საათზე დაიწყება. საქმეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს