ვახუშტი მენაბდე - ხელისუფლება წინასაარჩევნოდ რელიგიის და მართლმადიდებელი ეკლესიის ინსტრუმენტალიზაციას ცდილობს - „ქართულ ოცნებას“ რელიგიის საკუთარი საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენება სურს

მმართველი გუნდი წინასაარჩევნოდ რელიგიის და მართლმადიდებელი ეკლესიის ინსტრუმენტალიზაციას ცდილობს - „ქართულ ოცნებას“ რელიგიის საკუთარი საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენება სურს, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტმა ვახუშტი მენაბდემ განუცხადა.

მენაბდე დარწმუნებულია, რომ მმართველი გუნდის მხრიდან საპატრიარქოსთვის მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შეთავაზება სწორედ ამ მიზანს ემსახურება. მისივე თქმით, აღნიშნულ შეთავაზებაზე საპატრიარქოს წარმომადგენელთა უარყოფითი პოზიცია სწორია, რადგან ისინი დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხეს ხედავენ.

“მმართველი პარტია წინასაარჩევნო კამპანიის მდგომარეობაშია. მთელი საარჩევნო კამპანია აგებულია იმაზე, რომ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვონ, მაგრამ მან უნდა დაასაბუთოს თუ რისთვის სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა. “ქართულმა ოცნებამ“ კონსტიტუცია 2016-2017 წლებში თავად შეცვალა - ამიტომ უნდა თქვან, თუ რა არის ისეთი, რაც მაშინ ვერ გააკეთეს, მაგრამ ახლა უნდა გააკეთონ.

მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება მათი წინასაარჩევნო კამპანიისთვის ძალიან მყარი არგუმენტია. “ქართული ოცნება“ საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვებას და საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების საჭიროების დასაბუთებას ამით შეეცდება.

საქმე იმაში ხომ არ არის, რომ მმართველმა გუნდმა ახლა აღმოაჩინა, რომ ქვეყანაში სახელმწიფო რელიგია არ არის - უბრალოდ ამ წუთას მას ხმები სჭირდება. “ქართულმა ოცნებამ“, ერთი მხრივ, იცის საზოგადოებაში მართლმადიდებელი ეკლესიის ავტორიტეტის შესახებ, მეორე მხრივ იცის, რომ საზოგადოების იმ ნაწილში, ვისზეც ის გათვლას აკეთებს, ამ იდეას შეიძლება პოპულარობა ჰქონდეს. ასე ცდილობს რელიგიის თემას ინსტრუმენტალიზაცია გაუკეთოს და გამოდის ინიციატივით, მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადოს.

გასაგებია საპატრიარქოს წარმომადგენლების განცხადებები იმის თაობაზე, რომ ისინი ამ იდეას არ ემხრობიან - არ ემხრობიან იმიტომ, რომ მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება სახელმწიფოსა და მმართველ გუნდს მისცემს შესაძლებლობას, ეკლესიის საქმიანობას უფრო ახლოდან შეხედონ. ეს სახელმწიფოს გარკვეულ ლეგიტიმაციას მისცემს, რელიგიის საკითხებთან ახლოს მივიდეს - როგორც განცხადებებიდან მოვისმინეთ, ეს ეკლესიისთვის მისაღები არ არის. ამ თვალსაზრისით ეკლესიის პოზიცია სწორია, რადგან ისინი ეკლესიის დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხეს ხედავენ“, - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

გავრცელებული ინფორმაციით, მმართველმა გუნდმა საპატრიარქოს მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება შესთავაზა. საპატრიარქოს წარმომადგენლებმა მედიას აღნიშნული შეთავაზების თაობაზე ინფორმაცია დაუდასტურეს. როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, “ხელისუფლების მხრიდან მსგავსი შეთავაზება იყო“, რასაც მან “თავაზიანობის აქტი“ უწოდა. ჯაღმაიძის თქმით, ამ ეტაპზე საპატრიარქოში მსჯელობენ, თუ რა ფორმით უნდა მოხდეს აღნიშნული შემოთავაზების ფორმულირება. საკითხზე საპატრიარქოში მღვდელმთავრების შეხვედრა დღეს გაიმართება.

გიორგი კაჭარავა - რა უნდა რუსეთს? რუსული სცენარით კონფლიქტების „მოგვარების“  შემთხვევაში  რა „სარგებელს“ და საფრთხეებს მიიღებს საქართველო?
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
„ბიბლუსმა“ სტამბოლში საქართველოს ფარგლებს გარეთ რიგით მესამე ბიბლიოთეკა გახსნა - „ბიბლუსის“ დელეგაცია მსოფლიო პატრიარქმა მიიღო
„ჰიუნდაი ავტო საქართველოში“ შერჩეულ მოდელებზე მწარმოებლის ბონუსს მიიღებთ
„ვისოლის“ მხარდაჭერით, გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის