ანა ნაცვლიშვილი - საკონსტიტუციო სასამართლომ ისტორიული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს - რუსული კანონით იცხოვრებს ეს ქვეყანა, თუ ქართულით - მოსამართლეებზე პოლიტიკური წნეხი, რა თქმა უნდა, იქნება

საკონსტიტუციო სასამართლომ ისტორიული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს - რუსული კანონით იცხოვრებს ეს ქვეყანა, თუ ქართული კანონით, ანუ საქართველოს კონსტიტუციით - მოსამართლეებზე პოლიტიკური წნეხი, რა თქმა უნდა, იქნება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მოსამართლეებს მიღებულ გადაწყვეტილებაზე პირადი პასუხისმგებლობა არ ექნებათ,- ასე გამოეხმაურა „ძლიერი საქართველოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით ჩანიშნულ სასამართლო სხდომას.

მისი შეფასებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი საქართველოს განვითარებისთვის საფრთხეს წარმოადგენს და მიაჩნია, რომ ქართველი ხალხი მთავარი მსაჯული იქნება, რომელიც მისივე განცხადებით, 26 ოქტომბრის არჩევნებზე თავის სათქმელს იტყვის.

„საკონსტიტუციო სასამართლომ ისტორიული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს - რუსული კანონით იცხოვრებს ეს ქვეყანა, თუ ქართული კანონით, ანუ საქართველოს კონსტიტუციით? ჩვენ აქ საქართველოს კონსტიტუციის დამცველ მხარეს წარმოვადგენთ. მიგვაჩნია, რომ ამ ქვეყანამ ქართული კონსტიტუციით უნდა იცხოვროს და არა რუსული კანონით! ჩვენ იმ დაკვეთის ირგვლივ ვართ გაერთიანებული, რომელიც ათი ათასობით მოქალაქემ დაგვიკვეთა, როცა ისინი თვეების განმავლობაში „რუსულ კანონსა“ და საქართველოსთვის ევროპული გზის ჩაკეტვას აპროტესტებდნენ.

დღეს აქ ყველანი ერთად ვიქნებით - სამოქალაქო სექტორი, პრეზიდენტი, ოპოზიციონერი დეპუტატები, ამავე დროს, მთელი საერთაშორისო საზოგადოება, მათ შორის სამართლის მეცნიერებიც არიან იმ მხარეს, რომელსაც სასამართლოში დღეს ჩვენ წარმოვადგენთ. „ქართული ოცნება“ არის მარტო „რუსულ კანონთან“, ჩვენ სასამართლოს წინაშე ვითხოვთ, რომ, სანამ სრულად განხილვა დასრულდება შეჩერდეს ამ „რუსული კანონის“ მოქმედება, იმიტომ, რომ სულ რამდენიმე დღეში მისი დრაკონული ეფექტები ამოქმედება, თუ კანონი შეჩერებული არ იქნება და ეს საფრთხეა არამარტო მოქალაქეებისთვის, არამედ სახელმწიფოსთვის, რადგან „რუსულმა კანონმა“ საქართველოსთვის ევროპის კარი ჩაკეტა. საბოლოოდ მე მჯერა, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო, მაგრამ მთავარი მსაჯული ქართველი ხალხი იქნება, რომლებიც 26 ოქტომბერს, „რუსულ კანონსა“ და რუსეთის მსახურ ხელისუფლებას წარსულში დატოვებენ.

მოსამართლეებზე პოლიტიკური წნეხი, რა თქმა უნდა, იქნება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მოსამართლეებს მიღებულ გადაწყვეტილებაზე პირადი პასუხისმგებლობა არ ექნებათ. წნეხი ყოველთვის არის, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ახერხებენ, რომ საკუთარ ცდუნებებზე და შიშებზე მაღლა, ქვეყნის ინტერესებს აყენებენ“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს