სოფიო ხორგუანი სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულს ბესიკ ამირანაშვილს საფრთხეების დროული იდენტიფიცირებისკენ და მოქალაქეების დაცვისკენ მოუწოდებს

უზრუნველყავით საგანგებო სიტუაციისათვის მზადყოფნა, რათა ინციდენტზე/საგანგებო სიტუაციაზე რეაგირება იყოს დროული და შედეგიანი - უზრუნველყავით ყველა შესაძლო საფრთხის იდენტიფიცირება და რისკების გათვალისწინებით, შეიმუშავეთ შესაბამისი საგანგებო სიტუაციის მართვის გეგმა,- ასე მიმართავს იურისტი სოფიო ხორგუანი სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულს ბესიკ ამირანაშვილს, ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკების ზრდასთან დაკავშირებით.

იურისტის შეფასებით, ყველა სახელმწიფო თუ ადგილობრივმა უწყებამ, ჯეროვნად უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულებები, რათა მომატებული რისკების შედეგად, სამოქალაქო უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს.

„რამდენიმე დღის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ტემპერატურის მატებიდან გამომდინარე, ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკების ზრდასთან დაკავშირებით გაგვაფრთხილა და საზოგადოებას მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისაკენ მოგვიწოდა. სამცხე-ჯავახეთის მხარეში მსგავსი გამოცდილება უკვე გვაქვს და ამ გამოცდილების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი და აუცილებელია, ყველა სახელმწიფო თუ ადგილობრივმა უწყებამ, სამოქალაქო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ჯეროვნად შეასრულოს თავისი ვალდებულებები. მხოლოდ ამგვარადაა შესაძლებელი საგანგებო სიტუაციებში ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, გარემოს ან/და ქონების დაცვის უზრუნველყოფა“, - აღნიშნავს ხორგუანი.

ასევე, ხორგუანი რწმუნებულს განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის დროულ მიწოდებას სთხოვს, რათა საზოგადოებას სრულყოფილი ინფორმაცია ჰქონდეს, სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულ ფუნქციონირებასთან დაკავშირებით.

„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე და 62-ე მუხლების თანახმად, სახანძრო-სამაშველო დანაყოფები ხანძარს აქრობენ ან/და სამაშველო სამუშაოებს ატარებენ უპირობო წესით. თავის მხრივ, მეხანძრე-მაშველი უფლებამოსილია, ჰქონდეს უსაფრთხო და აუცილებელი სამუშაო პირობები, სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური საშუალებები და სახანძრო სამაშველო აღჭურვილობა.

მიმართვაში დროულად მოახდინეთ საგანგებო სიტუაციის პრევენცია. ამ მიზნით განახორციელეთ სამართლებრივი, ორგანიზაციული, ეკონომიკური, საგანმანათლებლო, სანიტარულ-ჰიგიენური და სხვა საჭირო ღონისძიებები (საგანგებო სიტუაციის წარმოქმნის ალბათობის განსაზღვრა, მონიტორინგი და მისი თავიდან აცილების ღონისძიებები, მუნიციპალიტეტის უსაფრთხოების პასპორტის შედგენა, ადამიანთა ცნობიერების ამაღლების მიზნით საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება და ა.შ);

უზრუნველყავით ყველა შესაძლო საფრთხის იდენტიფიცირება და რისკების გათვალისწინებით, შეიმუშავეთ შესაბამისი საგანგებო სიტუაციის მართვის გეგმა;

უზრუნველყავით სახანძრო-სამაშველო დანაყოფების აღჭურვა სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად საჭირო ყველა სამაშველო აღჭურვილობით;

უზრუნველყავით სამაშველო აღჭურვილობების ტექნიკური გამართულობა;

უზრუნველყავით საგანგებო სიტუაციისათვის მზადყოფნა, რათა ინციდენტზე/საგანგებო სიტუაციაზე რეაგირება იყოს დროული და შედეგიანი;

იმ შემთხვევაში, თუ, მეხანძრე-მაშველების აღჭურვილობა არ არის საკმარისი მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად ან/და არის არ არის ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში, დროულად მოაგვარეთ აღნიშნული პრობლემა“, - აცხადებს სოფიო ხორგუანი.

ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა