გივი მიქანაძე - სახეზეა როგორც ზღვრის მოშლა არასამთავრობო სექტორსა და პოლიტიკურ სუბიექტებს შორის, ასევე უცხო ქვეყნის პირდაპირ ჩარევა და ზეგავლენის მოხდენა წინასაარჩევნო პროცესებზე

სახეზეა როგორც ზღვრის მოშლა არასამთავრობო სექტორსა და პოლიტიკურ სუბიექტებს შორის, ასევე, უცხო ქვეყნის პირდაპირ ჩარევა და ზეგავლენის მოხდენა წინასაარჩევნო პროცესებზე,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ , “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ზაფხულის განმავლობაში უცხოური ძალის მიერ წინასაარჩევნო პროცესებში ჩარევასა და წინასაარჩევნო პერიოდში არასამთავრობოების მიერ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დარღვევასთან დაკავშირებით ისაუბრა.

მიქანაძემ „დემოკრატიის ფესტივალზე“ გაამახვილა ყურადღება და განმარტა რომ მისი ორგანიზატორი იყო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის დამფუძნებელმა ლევან ცუცქირიძემ, ასევე დააფუძნა პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“, ეს კი „ნათელი მაგალითია, თუ როგორ სარგებლობენ ოპოზიციური პოლიტიკური სუბიექტები მათვე მართული არასამთავრობოებითა და უცხოური დაფინანსებით“.

„საზოგადოებას უნდა შევახსენოთ, რომ ე.წ. დემოკრატიის ფესტივალის ორგანიზატორი იყო ორგანიზაცია „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის“, რომლის დამფუძნებელია ლევან ცუცქირიძე, რომელიც დღემდე იკავებს ამ ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას. ლევან ცუცქირიძემ, „მრავალპარტიულ დემოკრატიის ცენტრთან ერთად“, დააფუძნა პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“, რომელიც ივლისის თვეში „ლელოს“ და „ანა დოლიძე-ხალხისათვის“ ალიანსში გაერთიანდა. მათ შეუერთდნენ ამავე ორგანიზაციის წარმომადგენლები ირინე კურტანიძე და თამარ ჯოლოხავა. ეს არის ნათელი მაგალითი, თუ როგორ სარგებლობენ ოპოზიციური პოლიტიკური სუბიექტები მათივე მართული არასამთავრობო ორგანიზაციებით და უცხოური დაფინანსებით. გამოდის, რომ დანიური დაფინანსების არასამთავრობო ორგანიზაციამ დააფუძნა პოლიტიკური მოძრაობა. ცალსახაა, რომ სახეზეა როგორც ზღვრის მოშლა არასამთავრობო სექტორსა და პოლიტიკურ სუბიექტებს შორის, ასევე, უცხო ქვეყნის პირდაპირ ჩარევა და ზეგავლენის მოხდენა წინასაარჩევნო პროცესებზე. ანალოგიური ქმედების განხორციელება ნებისმიერ სახელმწიფოში და მათ შორის, დანიაშიც, ბუნებრივია, ცალსახად უარყოფითად იქნებოდა შეფასებული“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა