ცესკოში ენმ-ს წარმომადგენელი - თანაბარი დატვირთვის მქონე კომისიის წევრებისადმი ცესკოს მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობა შეინიშნება - მოვითხოვთ, კომისიის წევრებს თანაბარი ხელფასები განესაზღვროთ

თანაბარი დატვირთვის მქონე კომისიის წევრებისადმი ცესკოს მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობა შეინიშნება, - ამის შესახებ ცესკოში „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, დავით კირთაძემ განაცხადა, რითაც ცესკოს გადაწყვეტილებას საოლქო-საარჩევნო კომისიის მიერ არჩეული და პარტიების მიერ დანიშნული კომისიის წევრებისთვის სახელფასო ანაზღაურების განსაზღვრას გამოეხმაურა.

დავით კირთაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა და მოითხოვა, რომ „იმის მიუხედავად, პარტიის დანიშნულია თუ საოლქო-საარჩევნო კომისიის მიერ, კომისიის წევრებს თანაბარი ხელფასი განესაზღვროთ“.

„არჩევნების გამოცხადების შემდეგ, ცესკო-მ უკანონო გადაწყვეტილებების მიღება დაიწყო. კერძოდ, 27 აგვისტოს სხდომამ გადაწყვეტილება მიიღო, საოლქო-საარჩევნო კომისიის მიერ არჩეული და პარტიების მიერ დანიშნული კომისიის წევრებისთვის განესაზღვრათ სახელფასო ანაზღაურება. აღნიშნულია, რომ საოლქო-საარჩევნო კომისიის წევრებს გაცილებით მეტი ხელფასი დაუნიშნეს, პარტიებით დანიშნულ წევრებთან შედარებით. ეს არის ცესკოს მხრიდან კომისიის წევრებისადმი დისკრიმინაციული მოპყრობა, როცა იმის მიუხედავად, რომ თანაბარი შრომა უწევთ, არათანაბარ პირობებში ამყოფებენ. ამიტომ მოვითხოვთ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება გაუქმდეს და კომისიის წევრებს განესაზღვროთ თანაბარი ხელფასები“, - განაცხადა დავით კირთაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება