ჯოზეფ ბორელი - იარაღი, რომელსაც უკრაინას ვაწვდით, სრულად უნდა იქნას გამოყენებული და რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენებაზე შეზღუდვები მოიხსნას - წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იარაღი უსარგებლოა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ დასავლეთმა მის მიერ უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ გამოყენებაზე დაწესებული შეზღუდვები უნდა მოხსნას.

„უნდა მოვხსნათ შეზღუდვები რუსული სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ იარაღის გამოყენებაზე, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის წინ.

„იარაღი, რომელსაც ჩვენ ვაწვდით უკრაინას, სრულად უნდა იქნას გამოყენებული და შეზღუდვები უნდა მოიხსნას, რათა უკრაინელებმა შეძლონ მიზანში ამოიღონ ადგილები, საიდანაც რუსეთი მათ ბომბავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იარაღი უსარგებლოა“, - განუცხადა ბორელმა ჟურნალისტებს.

მან დაგმო რუსეთის თავდასხმები მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე.

”რუსეთს სურს დაბომბოს ევროპული ქვეყანა სრულ კაპიტულაციამდე”, - აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის