რაფაჰში, ისრაელის იერიშის შედეგად, „ისლამური ჯიჰადის“ დაზვერვის მეთაური დაიღუპა

რაფაჰში, ისრაელის იერიშის შედეგად, “ისლამური ჯიჰადის” დაზვერვის მეთაური დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ოსამა გადალას ლიკვიდაცია დრონის გამოყენებით განხორციელებული დარტყმის შედეგად განხორციელდა.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში აღნიშნულია, რომ “ისლამური ჯიჰადის” სამხედრო დაზვერვის მეთაური, ოსამა გადალა 7 ოქტომბრის თავდასხმაში მონაწილეობდა.

ამასთან, გასული 24 საათის განმავლობაში, ისრაელის საჰაერო ძალებმა ღაზის სექტორში 40-ზე მეტ ობიექტს დაარტყეს.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე