დმიტრო კულება - უკრაინას რუსეთის სიღრმეში დასავლური იარაღის გამოყენებით ლეგიტიმურ სამიზნეებზე დარტყმების განხორციელებაზე ნებართვა სურს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, ქვეყანას რუსეთის სიღრმეში დასავლური იარაღის გამოყენებით ლეგიტიმურ სამიზნეებზე დარტყმების განხორციელებაზე ნებართვა სურს.

კულებამ ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის წინ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის, პირველ რიგში, გულისხმობს აეროდრომებს, რომლებიც ბომბდამშენების გასაშვებად გამოიყენება.

„პირველ რიგში, ჩვენ ვსაუბრობთ სამხედრო აეროდრომებზე, საიდანაც მოქმედებენ რუსული ბომბდამშენები, სტრატეგიული და ტაქტიკური ავიაცია. თუ ჩვენ მოგვაწვდიან რაკეტების საკმარის რაოდენობას, თუ დარტყმის უფლებას მოგვცემენ, ჩვენ მნიშვნელოვნად შევამცირებთ რუსეთის შესაძლებლობებს ზიანი მიაყენოს ჩვენს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას და გავაუმჯობესებთ სიტუაციას ადგილზე ჩვენი ძალებისთვის“, - აღნიშნა კულებამ.

მისი თქმით, სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ აშშ, დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირი და სხვა ქვეყნები კოალიციის სახით მოქმედებენ და ისეთ მნიშვნელოვან მოთამაშეს, როგორიც ევროკავშირია, ამ დისკუსიებში მნიშვნელოვანი ხმა აქვს.

„მოვუწოდებ ევროკავშირს, ითამაშოს როლი და მკაფიოდ დააფიქსიროს პოზიცია, რომ ეს არის ის, რაც უნდა გაკეთდეს ახლა - თუ ჩვენ გვსურს შევინარჩუნოთ ინიციატივა რუსეთის შესაძლებლობის ჩახშობით - გაანადგუროს უკრაინა და წინ წაიწიოს აღმოსავლეთში“, - აღნიშნა კულებამ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს