მამუკა ხაზარაძე - ორ დღეში დავინახავთ, რამდენად თავისუფალია სასამართლო „რუსული მთავრობის“ წნეხისგან - ეს არის ტესტი - დადგება საქართველოს და ხალხის ინტერესების გვერდით, თუ აკვარიუმში გამოკეტილი, „უხეირო დიქტატორის“ მხარეს!

ამ ორ დღეში დავინახავთ, რამდენად თავისუფალია სასამართლო „რუსული მთავრობის“ წნეხისგან - ეს არის მათთვის ტესტი - დადგება საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესების გვერდით, რომელმაც აპრილის აქციებზე უპრეცედენტო ერთობა აჩვენა, თუ დადგება აკვარიუმში გამოკეტილი, ხალხთმოძულე „უხეირო დიქტატორის“ მხარეს! - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

ხაზარაძის თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის მიღებას მოჰყვა არაერთი საერთაშორისო დახმარებების თუ პროექტების შეჩერება.

„საკონსტიტუციო სასამართლო ამ წუთებში განიხილავს სარჩელს რომლითაც ჩვენ, ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ მოვითხოვთ „რუსული კანონის“ შეჩერებას, რომელსაც შედეგად უკვე მოჰყვა არაერთი გაჩერებული საერთაშორისო დახმარება თუ პროექტი, რაზეც უამრავი ჩვენი თანამოქალაქის ჯანმრთელობა, განათლება და მომავალი იყო დამოკიდებული!

ამ ორ დღეში დავინახავთ, რამდენად თავისუფალია სასამართლო „რუსული მთავრობის“ წნეხისგან - ეს არის მათთვის ტესტი - დადგება საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესების გვერდით, რომელმაც აპრილის აქციებზე უპრეცედენტო ერთობა აჩვენა, თუ დადგება აკვარიუმში გამოკეტილი, ხალხთმოძულე „უხეირო დიქტატორის“ მხარეს!

ტრაგედიაა საკითხი ასე რომ დგას, თუმცა ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს მმართველი რუსული ძალის ნამდვილ სახეს და კიდევ უფრო დიდი მოტივაციით მივალთ 26 ოქტომბრამდე, რომ საბოლოოდ დავასრულოთ ის!

ბიძინა ივანიშვილს მინდა ვუთხრა - საბოლოო სიტყვას მაინც ქართველი ხალხი იტყვის!

აუცილებლად გავათავისუფლებთ ჩვენს ქვეყანას ხელისუფლებისაგან, რომელიც ემსახურება რუსეთს და შევცვლით მას ხელისუფლებით, რომელიც ქართველ ხალხს ემსახურება. ერთად ავაშენებთ ძლიერ საქართველოს!“, - წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!