თინა ბოკუჩავა - საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს შესაძლებლობა, ისტორიულ გზაგასაყარზე ქართველი ხალხის მხარეს დადგეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, დღეს, საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს ისტორიული შანსი, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოქმედება შეაჩეროს, რომელიც საქართველოს აზიანებს და კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

მისივე თქმით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს შესაძლებლობა, ისტორიულ გზაგასაყარზე ქართველი ხალხის მხარეს დადგეს.

„გაზაფხულზე მთელმა მსოფლიომ ნახა, განსაკუთრებით ქართველი ახალგაზრდების დამსახურებით, რომ საქართველო ევროპას ირჩევს. ასევე, მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ ქართველი ახალგაზრდების და საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანი არის ევროპა. უპრეცედენტოდ ფართომასშტაბიანი აქციებით ქართველმა ხალხმა უთხარა „არა რუსულ კანონს, კი ევროპას“. მიუხედავად ამისა, ბიძინა ივანიშვილმა „რუსული კანონი“ მიიღო და მის ამოქმედებას აპირებს. დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს ისტორიული შანსი აქვს, რომ აღნიშნული კანონის მოქმედება შეაჩეროს, რომელიც ჩვენს ქვეყანას აზიანებს, რომელიც ასევე, საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. დღეს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და მის თითოეულ მოსამართლეს აქვს შესაძლებლობა, რომ ამ ისტორიულ გზაგასაყარზე დადგეს ქართველი ხალხის მხარეს - ისტორიის ნათელ მხარეს. ამასთან, დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია, ქართველი ხალხის ინტერესი და ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანი. ეს არჩევანი ქართველ ხალხს უკვე გაკეთებული აქვს, რომ მათ სურთ ევროპული კეთილდღეობა და უარს ეუბნებიან სიღატაკეს იზოლაციაში, რადგან სწორედ იზოლაცია ჩვენს ქვეყანას „რუსული კანონის“ ამოქმედების შემთხვევაში ემუქრება, რომელიც კრემლის ანალოგია და ამაზე მთელი მსოფლიო საუბრობს. ამის გამო საქართველოს მოქალაქეებმა უკვე დაკარგეს ათეულობით მილიონი დოლარის, თუ ევროს დაფინანსება და სამწუხაროდ, საერთაშორისო იზოლაციაში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება. ამიტომ, არჩევანი არის ძალიან ნათელი - ევროპული კეთილდღეობა ან სიღატაკე იზოლაციაში და ამ არჩევანში დღეს უდიდესი წვლილი აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს თითოეულ მოსამართლეს“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე