გიგა ლემონჯავა - პირველი, რასაც ახალი კოალიციური ხელისუფლება გააკეთებს, „რუსული კანონის” გაუქმება იქნება

“კოალიცია ცვლილებისთვის” და პარტია „დროას“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ლემონჯავას განცხადებით, პირველი, რომელსაც კოალიციური ხელისუფლება გააკეთებს, ეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გაუქმება იქნება.

მისივე შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, როგორც უკანონო ძალაუფლების შენარჩუნების ბერკეტს ისე უყურებს.

“არავითარი პოზიტიური მოლოდინი საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვასთან დაკავშირებით არ მაქვს, იმიტომ, რომ სასამართლო ხელისუფლება მთლიანად და განსაკუთრებით საკონსტიტუციო სასამართლო, ივანიშვილს აქვს მიტაცებული.

საკონსტიტუციო სასამართლოს ივანიშვილი უყურებს როგორც საკუთარი არალეგიტიმური, უკანონო ძალაუფლების შენარჩუნების ბერკეტად, ჩვენ კარგად ვიცით, რა შემადგენლობაა საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია. კარგად ვიცნობთ იმ ადამიანებს, რომლებიც განიხილავენ ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების და პრეზიდენტის სარჩელებს, “რუსული კანონის” შეჩერებასთან დაკავშირებით. ჩვენ კარგად ვიცნობთ ამ ადამიანების მოღვაწეობას საკონსტიტუციო სასამართლოში თუ მანამდე.

შესაბამისად, არავითარი პოზიტიური მოლოდინი განხილვასთან დაკავშირებით არ მაქვს, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ 26 ოქტომბერს შეიცვლება ხელისუფლება საქართველოში და პირველი, რასაც ახალი ევროპული, დემოკრატიული და კოალიციური ხელისუფლება გააკეთებს, ეს “რუსული კანონის” გაუქმება იქნება და ევროკავშირისა და ნატოსკენ საქართველოს გზის გაგრძელება“, - განაცხადა ლემონჯავამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს