ჯონი ხეცურიანი - ჩვენ წარსულში უარი ვთქვით მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად აღიარებაზე და ავირჩიეთ მოდელი, რომელიც უნიკალურია - მე წინააღმდეგი ვარ, რომ რომელიმე რელიგიას მიენიჭოს ოფიციალური რელიგიის სტატუსი

ჩვენ [წარსულში] უარი ვთქვით მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად აღიარებაზე და ავირჩიეთ ის მოდელი, რომელიც დღეს საქართველოში მოქმედებს. ის ერთ-ერთი უნიკალურია,- ასე უპასუხა კონსტიტუციონალისტმა ჯონი ხეცურიანმა მედიის კითხვას, რომელიც ხელისუფლების მხრიდან მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შეთავაზებას ეხება.

აღნიშნული განცხადება ჯონი ხეცურიანმა საპატრიარქოსთან გააკეთა და განმარტა, რომ ის მღვდელმთავრებთან შეხვედრას თავად საპატრიარქოს მიწვევით ესწრება, როგორც თავის დროზე კონსტიტუციური შეთანხმების ერთ-ერთი ავტორი.

„ჯერ საუბარი არის ზოგიერთ შეთავაზებებზე კონსტიტუციის მე-8 მუხლთან დაკავშირებით. ეს ეხება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, როგორც მის მნიშვნელობას და ზოგიერთ სხვა საკითხებსაც. გვექნება მსჯელობა. მე აქ ვარ საპატრიარქოს მოწვევით. ამასთან დაკავშირებით წინა დღესაც ვიყავი და განვიხილეთ. მსჯელობა დღესაც მიმდინარეობს”. განაცხადა ჯონი ხეცურიანმა.

ამასთან, მან კითხვის საპასუხოდ განმარტა, როგორი იყო ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს თავად პრეზიდენტის და კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის პოზიციები, რომ მართლმადიდებლობა კონსტიტუციით ყოფილიყო გაწერილი.

„ჩვენ მაშინ უარი ვთქვით მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად აღიარებაზე და ავირჩიეთ ის მოდელი, რომელიც დღეს საქართველოში მოქმედებს, ის ერთ-ერთი უნიკალურია. კერძოდ, სახელმწიფო და ეკლესია, როგორც ორი დამოუკიდებელი სუბიექტი ერთმანეთში დებენ მაღალი რანგის შეთანხმებას, გნებავთ ხელშეკრულებას, კონსტიტუციურ შეთანხმებას, სადაც აღნიშნულია მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსი, მისი მნიშვნელობა, აგრეთვე, სახელმწიფოსთან ურთიერთობის ფორმები. ეს არის პარალელური თანამშრომლობის მოდელი. რაც შეეხება სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას, აქ მოქმედებს სხვა პრინციპი, სხვათა შორის, ეს ევროპის ქვეყნებში არის, სკანდინავიის ქვეყნებშია. იქ არის, მაგრამ როდესაც სახელმწიფო რელიგიად აღიარებენ, დაქვემდებარების ანუ სუბორდინაციის პრინციპია, როცა ან ეკლესია იმორჩილებს სახელმწიფოს ან სახელმწიფო ეკლესიას. [ეს საფრთხე] ჩვენთან არ არსებობს. ჩვენთან მაღალ დონეზეა მოწესრიგებული, კონსტიტუციური შეთანხმებით, რომელშიც ცვლილებების შეტანა მხოლოდ მხარეთა თანხმობით შეიძლება - სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის შეთანხმებით, სხვა ვერანაირი ცვლილება მასში ვერ შევა. ამიტომ, ამ თვალსაზრისით არანაირი საფრთხე არ არის. კონსტიტუციური შეთანხმება არის გარანტი იმისა, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსი ვერ შეიცვლება შეთანხმების გარეშე. ახლა საუბარია ზოგიერთ ცვლილებებზე მართლმადიდებლობის რელიგიის მნიშვნელობაზე და არ არის ეკლესიაზე საუბარი, ეს უნდა განვასხვავოთ.

ჩვენ, თავის დროზე, უარი ვთქვით ამაზე და მეც ამის მომხრე ვიყავი, რომ ოფიციალურ რელიგიად არ ყოფილიყო გამოცხადებული მართლმადიდებულობა, ახლაც ასეთია ჩემი პოზიცია. ჯერ არ არის ეს წარმოდგენილი საკონსტიტუციო ცვლილების სახით. მე წინააღმდეგი ვარ, რომ რომელიმე რელიგიას მიენიჭოს ოფიციალური რელიგიის სტატუსი“, - განაცხადა ჯონი ხეცურიანმა.

მისი თქმით, მთავრობის ადმინისტრაციის მხრიდან წინა შეხვედრებზე არავინ ყოფილა წარმოდგენილი.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს