ისრაელ კაცი - ჯოზეფ ბორელის განცხადება, რომ მე დასავლეთ სანაპიროდან მოქალაქეების გადაადგილებას ვემხრობი, აშკარა სიცრუეა

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ისრაელ კაცი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ბრალდება, თითქოს ის დასავლეთ სანაპიროდან მოქალაქეების იძულებით გადაადგილებას ემხრობა, აშკარა სიცრუეა.

საუბარია ისრაელ კაცის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტზე, რომელშიც ის დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის თავდაცვის ძალების მიმდინარე კონტრტერორისტული ოპერაციის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ ეს არის ომი ყველა გაგებით და ისრაელი უნდა გაუმკლავდეს ტერორიზმის საფრთხეს ზუსტად ისე, როგორც ღაზაში ტერორისტულ ინფრასტრუქტურას უმკლავდება, პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის დროებითი ევაკუაციისა და ნებისმიერი სხვა საჭიროა ნაბიჯის ჩათვლით.

ჯოზეფ ბორელმა დღეს ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოწოდება დასავლეთ სანაპიროდან ხალხის იძულებით გადაადგილების თაობაზე შემაშფოთებელია და მეტ-ნაკლებად იგივეს გაკეთება, რაც ღაზაში ადამიანებს გაუკეთეს სრულიად მიუღებელია.

ისრაელ კაციმ ამ ბრალდებას აშკარა სიცრუე უწოდა და განაცხადა, რომ ადამიანებს საკუთარი სახლებიდან განსახლებას ეწინააღმდეგება.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო