მერაბ ტურავა ანა ნაცვლიშვილს - ეს კანონი რომ არ ყოფილიყო, ისე ის წარწერები და მოქმედებები ვერ შესრულდებოდა? - მაინცდამაინც კანონმა რატომ გამოიწვია ის, რომ ვიღაცის კარზე თუ სადარბაზოში წარწერები გაჩნდა?!

ეს კანონი რომ არ ყოფილიყო, ისე ის წარწერები და მოქმედებები ვერ შესრულდებოდა? - მაინცდამაინც კანონმა რატომ გამოიწვია ის, რომ ვიღაცის კარზე თუ სადარბაზოში წარწერები გაჩნდა? - ეს კითხვა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე, მოსამართლე მერაბ ტურავამ მას შემდეგ დასვა, რაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის ერთ-ერთმა ავტორმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ კანონი მიღებულიც არ იყო, როცა ის ადამიანების დევნის და მათ სახლებთან სამარცხვინო წარწერებით გაკეთების საბაბი გახდა.

„კანონმა ხომ არ განსაზღვრა, რომ შეიძლება მოქალაქეების სადარბაზოებში, ქუჩებში ან სადღაც წარწერები გაკეთდეს? - ეს შეიძლება კანონითაც და კანონის გარეშეც. შეიძლება ასეთი კანონი ბუნებაში არ არსებობდეს, მაგრამ სადღაც წარწერები მაინც კეთდებოდეს და ჩნდებოდეს“, - მიმართა ტურავამ ანა ნაცვლიშვილის.

ნაცვლიშვილმა მოსამართლის პასუხად განმარტა, რომ ადამიანების დევნა სწორედ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის განხილვის პარალელურად დაიწყო.

“ჩვენ თეორიულად ვერ ვიმსჯელებთ - ჩვენ ფაქტები ვნახეთ. ვნახეთ, რომ სწორედ ამ კანონის საკანონმდებლო ორგანოში განხილვის პარალელურად ადამიანების დევნა დაიწყო.

საყურადღებოა, რომ კანონის მიღება მოქალაქეებმა სახელმწიფოს მხრიდან მწვანე შუქის ანთებად ჩათვალეს. ეს ძალიან საყურადღებოა, როცა ჩვენ კანონის კონსტიტუციურობაზე უნდა ვიმსჯელოთ, რადგან თუ კონსტიტუციურად ასეთი კანონი ჩაითვლება, რამაც ასეთ პროცესებს მისცა დასაბამი და ისიც ვიცით, რა მოხდება კანონის სრულად ამოქმედების შემდეგ, შეგვიძლია დავსვათ კითხვა, თუ ასეთი კანონი კონსტიტუციურად ჩაითვლება, მაშინ საერთოდ რა საჭიროა კონსტიტუცია და კონსტიტუციური კონტროლი?!“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა ტურავას პასუხად.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია