მიხეილ სააკაშვილი - საბედნიეროდ, ოქტომბრამდე ცოტა რჩება და შემდეგ საფრთხე იმისა, რომ „ოცნებამ" საკუთარ პოლიტიკურ საფლავში ჩაიყოლოს ეკლესია, საბოლოოდ მოიხსნება

ივანიშვილი, როცა ჩემთან მრავალგზის ლანძღავდა პატრიარქს, ყოველთვის იშველიებდა მის მიერ დიდი ალბათობით გამოგონილ ფაქტს, სამების ჯვრის ორჯერ ყიდვის თაობაზე, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილს პრეტენზია ჰქონდა, რომ მას საპატრიარქო ფულს ჰპარავდა.

„ივანიშვილი, როცა ჩემთან მრავალგზის ლანძღავდა პატრიარქს, ყოველთვის იშველიებდა მის მიერ დიდი ალბათობით გამოგონილ ფაქტს, სამების ჯვრის ორჯერ ყიდვის თაობაზე.

მას ჰქონდა მთავარი პრეტენზია იმაზე, რომ საპატრიარქო მას (ივანიშვილს), ჰპარავდა ფულს.

რა დაპირებაც არ უნდა გასცეს ახლა, "სახელმწიფო რელიგიის" სტატუსის შემოღება სჭირდება და თუ დასცალდა გამოიყენებს ფულის არა მხოლოდ საკონტროლებლად, არამედ ფულის მეშვეობით სამართავად.

საბედნიეროდ, ოქტომბრამდე ცოტა რჩება და შემდეგ საფრთხე იმისა, რომ "ოცნებამ" საკუთარ პოლიტიკურ საფლავში ჩაიყოლოს ეკლესია, საბოლოოდ მოიხსნება“, – წერს სააკაშვილი.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა