დეკანოზი - მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ფორმულირება არ ექნება შეთანხმებას - სახელმწიფოსგან შემოთავაზება არის თავაზიანობის აქტი, რომელიც გულისხმობს საკონსტიტუციო ჩანაწერით ეკლესიის სტატუსის გაძლიერებას

პრინციპი ერთი, რომ სახელმწიფო ეკლესიის გარეშე არანაირ ჩანაწერს არ შეიტანს. პრინციპი მეორე, ამას არ ექნება სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ფორმა. პრინციპი მესამე, იქნება საკონსტიტუციო ჩანაწერი, რომელიც ეკლესიის როლს გაამყარებს და გაზრდის, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ საპატრიარქოში მიმდინარე შეხვედრის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომელიც ხელისუფლების მხრიდან მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ინიციატივასთან დაკავშირებით გაიმართა.

„რადგან, საკონსტიტუციო ჩანაწერზეა საუბარი, საბოლოო ფორმის დაჩქარებულად მიღება, არის ძალიან რთული. პრინციპი ერთი, რომ სახელმწიფო ეკლესიის გარეშე არანაირ ჩანაწერს არ შეიტანს. პრინციპი მეორე, ამას არ ექნება სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ფორმა. პრინციპი მესამე, იქნება საკონსტიტუციო ჩანაწერი, რომელიც ეკლესიის როლს გაამყარებს და გაზრდის“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.

მისი თქმით, შეთანხმებას არ ექნება მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ფორმულირება და საბოლოო ფორმულირების ფორმა მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„გეტყვით ძირითად პუნქტებს, რაც არის მნიშვნელოვანი ამ საკითხში. პირველი არის ის, რომ მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ფორმულირება არ ექნება ამ შეთანხმებას. სახელმწიფოს მხრიდან შემოთავაზება არის თავაზიანობის აქტი, რომელიც გულისხმობს საკონსტიტუციო ჩანაწერით ეკლესიის სტატუსის გაძლიერებას, ამაზე მღვდელმთავრების უმრავლესობა თანხმდება, რომ ეს მისაღებია. დანარჩენი ფორმულირება საბოლოო სახით როგორი იქნება, ეს ცოტა მოგვიანებით გვეცოდინება.

მსჯელობა ამ საკითხთან დაკავშირებით გაგრძელდება, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებაზეა საუბარი. სწრაფად ამის მიღება საბოლოო სახით გაჭირდება, რადგანაც მეტ მსჯელობას და დროს მოითხოვს.

[მართლმადიდებლობის] სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემოთავაზება იყო, თუმცა თავის შინაარსით ეს გულისხმობდა, ეკლესიის როლის გაზრდას და საკონსტიტუციო ჩანაწერით ამის გამყარებას. ამ შინაარსზე ჩვენ ვთანხმდებით, ოღონდ რა ფორმულირებით იქნება ამაზე ისევ მსჯელობა მიმდინარეობს.

სახელმწიფოს მხრიდან კიდევ ერთხელ გაცხადდა, რომ არანაირი ჩანაწერი არ გაკეთდება ეკლესიის თანხმობის გარეშე. ასე რომ, ეკლესიის თავისუფლებას არ დაემუქრება საფრთხე“,- განაცხადა ჯაღმაიძემ.

კითხვაზე, თუ რა პოზიცია აქვს პატრიარქს, ჯაღმაიძე ასე პასუხობს: „პატრიარქის პოზიციის გარეშე, რა თქმა უნდა, სინოდის წევრები თავიანთ დასკვნას არ გააკეთებენ“.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე