ფიქრია ჩიხრაძე - სახელმწიფო რელიგიის სტატუსი ეკლესიას გადააქცევს სახელმწიფოს დაქვემდებარებულ ინსტიტუციად, სადაც მთავრობას უფლება ექნება გააკონტროლოს ყველაფერი, საკადრო გადაწყვეტილებების ჩათვლით

სახელმწიფო რელიგიის სტატუსი ეკლესიას გადააქცევს სახელმწიფოს დაქვემდებარებულ ინსტიტუციად, სადაც მთავრობას უფლება ექნება გააკონტროლოს ყველაფერი, საკადრო გადაწყვეტილებების ჩათვლით, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ წევრი, ფიქრია ჩიხრაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, იმედია, სასულიერო პირები და საპატრიარქო სრულად აცნობიერებენ შექმნილ ვითარებას და ხიფათს, რაც ამ შეთავაზების უკან იმალება.

„მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების კამპანია გასული საუკუნის მიწურულსაც წამოიწყეს ცალკეულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა. მაშინ ეკლესიისა და სახელმწიფოს თანამშრომლობით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აქტიური მონაწილეობით ჩამოყალიბდა პოზიცია, რაც მალევე სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის საკონსტიტუციო შეთანხმების სახით გაფორმდა.

საპარლამენტო კომისიაში, რომელიც ამ საკითხებზე მუშაობდა, მეც ვიყავი ჩართული. დიდი წვლილი აქვს საკითხის გადაწყვეტაში შეტანილი პარლამენტის თავმჯდომარეს ზურაბ ჟვანიას, რომელიც პრაქტიკულად ჩართული იყო ყოველდღიურ საქმიანობაში. სასულიერო პირების მონაწილეობით ხანგრძლივი და ფუნდამენტური სამუშაო ჩატარდა და შევთანხმდით მოდელზე, რომელიც ქმნიდა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის თანამშრომლობის ფართო შესაძლებლობას, ამავდროულად, ინსტიტუციურად სრულად მიჯნავდა მათ ერთმანეთისგან და უზრუნველყოფდა ეკლესიის საქმიანობაში ჩაურევლობას.

კონსტიტუციური შეთანხმება არის კანონთა იერარქიაში უმაღლეს საფეხურზე მდგომი შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტი, რაც საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიას ანიჭებს განსაკუთრებულ სტატუსს, უზრუნველყოფს მის დამოუკიდებლობას და დაცვას პოლიტიკური ჩარევისაგან. ამავდროულად, ეს შეთანხმება სრულ თანხვედრაშია რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებასთან.

სახელმწიფო რელიგიის სტატუსი ეკლესიას გადააქცევს სახელმწიფოს დაქვემდებარებულ ინსტიტუციად, სადაც მთავრობას უფლება ექნება გააკონტროლოს ყველაფერი, საკადრო გადაწყვეტილებების ჩათვლით.

რას ემსახურება მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ახლანდელი კამპანია?

1.წინასაარჩევნოდ ხელისუფლების ეკლესიაზე მზრუნველის მანტიის მორგებას;

2.ხალხის მოტყუებას რომ რწმენის განმტკიცებას უწყობენ ხელს და დღეს არსებულზე უკეთეს სტატუსს სთავაზობენ ეკლესიას;

  1. ჩემი ღრმა რწმენით, ზრუნვის საფარქვეშ ეკლესიის სრულად დამორჩილების განზრახვას.

გაუთვითცნობიერებელი ადამიანი შეიძლება ამ პოპულიზმით მარტივად მოტყუვდეს, მაგრამ, იმედია, სასულიერო პირები და საპატრიარქო სრულად აცნობიერებენ შექმნილ ვითარებას და ხიფათს, რაც ამ შეთავაზების უკან იმალება. სრული დარწმუნებით შემიძლია ვამტკიცო, რომ საქართველოს პატრიარქისთვის უმნიშვნელოვანესი დატვირთვა აქვს საკონსტიტუციო შეთანხმების არსებობას და ეს შეთავაზება კი არის მიუღებელი, ხელოვნური და სახიფათო“, -აცხადებს ფიქრია ჩიხრაძე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე