მეუფე ნიკოლოზი - ვინც არ უნდა დამალოს და შეფუთოს, წინასაარჩევნო შემოთავაზებაა, ორი აზრი არ არის - მოსყიდვის არა, ცოტა კეთილად რომ ვილაპარაკოთ, ეს არის მათი წინასაარჩევნო პროგრამა

ვინც არ უნდა დამალოს და შეფუთოს, წინასაარჩევნო შემოთავაზებაა, ორი აზრი არ არის, რა თქმა უნდა, - ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, შესაძლოა „ქართული ოცნების“ მიერ მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების საპატრიარქოსთვის შეთავაზება ნიშნავდეს წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის გულის მოგებას.

როგორც მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს შეთავაზება მოსყიდვის არა, "ცოტა კეთილად რომ ვილაპარაკოთ, არის მათი წინასაარჩევნო პროგრამა".

„ორი აზრი არ არის ... ვინც არ უნდა დამალოს და შეფუთოს, წინასაარჩევნო შემოთავაზებაა. მოსყიდვის არა, ცოტა კეთილად რომ ვილაპარაკოთ, ეს არის მათი წინასაარჩევნო პროგრამა. ეს არის შემოთავაზება და პირობა, რომლის შესრულების არავითარი გარანტიები არ არსებობს. აქ არის საუბარი იმაზე თუ როგორი ურთიერთობა აქვს სახელმწიფოს და მართლმადიდებელ ეკლესიას.

ეს შემოთავაზება გულისხმობს იმას, რომ ეს არის მართლმადიდებლური ეკლესიისა და მრევლისაკენ გადმოდგმული ნაბიჯი. თავიდან ეს ნაბიჯი არ იყო კარგად მოფიქრებული. ახლა ცოტა გამოსწორდა. ეს შემოთავაზება ადამიანების გულს მოიგებს.

სინოდის წევრებს განვუცხადე, რომ ეს არ ზღუდავს სხვა პარტიებს, რომ მათაც გადადგან რაღაც ნაბიჯები. ეცადონ ადამიანების გულის მოგებას, პირიქით ნუ მოიქცევიან“,- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა და დაამატა, რომ „ჩვენ [საპატრიარქო] „ქართულ ოცნებას“ შევთავაზეთ, რომ მათთვის უფრო მომგებიანია, ეს არჩევნებს არ დაუკავშიროს“. „ბევრად უფრო მისაღები იქნება და ადამიანების გულსაც უფრო მოიგებს“,- აღნიშნა მეუფემ.

მან უპასუხა შეკითხვას, ხელისუფლების მხრიდან პერსონალურად ვინ შესთავაზა საპატრიარქოს, რომ მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდეს.

„ეს შემოთავაზება, ვისაც არ უნდა გაეკეთებინა ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს არის სახელმწიფოს შემოთავაზება. ყველაზე მაღალი პირები, რომლებიც პასუხს აგებენ სახელმწიფოს ნაცვლად.

რამდენიმე ადამიანთან გვქონდა კომუნიკაცია. რა საჭიროა მათ შორის ვინ იყო.

უწმინდესთან კომუნიკაცია ასე ადვილი არ არის, ტელეფონით შეუძლებელია. ამიტომ, მეუფე შიოში არავის ეპარება ეჭვი, რომ ზუსტად გადასცემს ამბავს და ჩვენ ზუსტად გადმოგვცეს პატრიარქის პასუხს. მეუფე შიოს პატრიარქთან უშუალო კომუნიკაცია აქვს და ჩვენ ყველას გვჯერა, რომ არ ამახინჯებს გადაცემულ და გადმოცემულ ამბავს“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მისი თქმით, საკითხზე იმსჯელეს და კონსულტაციები გაიარეს იურისტებთან, თუ რას უნდა ნიშნავდეს ეს. როგორც მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, არც სახელმწიფო აპირებს ეკლესია დაჩაგროს და არც ეკლესია აპირებს სახელმწიფოს საქმეებში ჩაერიოს.

„რამდენიმე დღეა საუბარი იმაზე, რომ ხელისუფლების მხრიდან არის შემოთავაზება თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობა. შესაბამისად, პირველი შემოთავაზება იყო ცნობილი დებულება, რომ ჩვენ ხომ არ გვინდა, მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდეს. ჩვენ ამაზე ვიმსჯელეთ და კონსულტაციები გავიარეთ იურისტებთან, თუ რას უნდა ნიშნავდეს ეს. ეს აზრი არ იყო მისაღები, არც ჩვენთვის და როდესაც სახელმწიფოს გავუზიარეთ ჩვენი პოზიცია, ხელისუფლება დაგვეთანხმა. ეს არის სასიკეთო ურთიერთობა, რომელსაც ერთმანეთის მიმართ ანტაგონიზმი არ გააჩნია. არც სახელმწიფო აპირებს ეკლესია დაჩაგროს, არც ეკლესია აპირებს სახელმწიფოს საქმეებში ჩაერიოს. დღეს მართლმადიდებელ ეკლესიას ძალიან კარგი პოზიცია აქვს, რომელიც განისაზღვრება საკონსტიტუციო შეთანხმებით, რომელიც 2002 წელს მივიღეთ. ახლა ამას თუ გავაუმჯობესებთ, თორემ სხვა რამეზე არ იყო მსჯელობა“,- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მისივე თქმით, სანამ საკონსტიტუციო ცვლილების საკითხი იურიდიულად არ დადგება, ზუსტ ფორმულირებაზე საუბარი არ არის.

„იდეა არის იმაში, თუ რა შეიძლება შეიცვალოს არსებულ საკონსტიტუციო შეთანხმებაში. ერთი შემოთავაზება არის ის, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს ისტორიული როლი საქართველოს ცხოვრებაში. აქ ერთი სიტყვა შეიძლება დაემატოს, რომ დღესაც მართლმადიდებელ ეკლესიას მნიშვნელოვანი როლი აქვს. ოღონდ ეს რას მოიტანს, ახლა ამის თქმა შეუძლებელია“,- განაცხადა მეუფემ.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ განხილვა არჩევნების შემდეგ გაგრძელდება, მეუფეს თქმით, სახელმწიფო ეკლესიას სთავაზობს, რომ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება იმისათვის, რომ გარკვეული ცვლილებები შეიტანოს, რადგან თუ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ექნებათ ვერ შეიტანენ ამ ცვლილებას.

„შეიძლება ჩვენ ამ თემაზე გავაგრძელოთ საუბარი. მზადდება წერილი, რომელსაც ჩვენ „ქართულ ოცნებას“ გავუგზავნით. საუბარია იმაზე, რომ სახელმწიფო მართლმადიდებელ ეკლესიას სთავაზობს, რომ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება იმისათვის, რომ გარკვეული ცვლილებები შეიტანოს, მათ შორის ესეც [მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება]. საკონსტიტუციო უმრავლესობა თუ არ ექნებათ ვერ შეიტანენ ამ ცვლილებას, ამაზეა საუბარი“,- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა