IDFI-ის წარმომადგენლის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ სამსახურიდან რვა თანამშრომელი წავიდა

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) წარმომადგენელმა გიორგი დავითურმა საკონსტიტუციო

სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ სამსახურიდან რვა თანამშრომელი წავიდა.

გიორგი დავითური „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონზე“ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების ერთობლივი საკონსტიტუციო სარჩელის წარმომადგენელია.

მისი თქმით, თანამშრომლების დათხოვნა ბევრი მიზეზიდან გამომდინარე მოუწიათ.

„ყველამ იცის, რომ სამინისტროს [იუსტიციის სამინისტრო] აქვს უფლება ჩვენზე მოითხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია. მივცემთ თუ არა ინფორმაციას, ეს ცალკე საკითხია. ის [თანამშრომელი] შეიძლება გვენდობოდეს, რომ ჩვენ დავიხოცებით და მის უფლებას დავიცავთ, მაგრამ შეიძლება ასე არ გვენდობოდეს.

მეორე ნაწილი ე.წ. რეკრუტირების ნაწილი, პერსონალური წნეხი ადამიანებზე, რომლებიც ორგანიზაციებში მუშაობენ. IDFI-ს, მაგალითად, მიმდინარე რისკებიდან გამომდინარე და ბევრი საკითხიდან გამომდინარე მოუწია (20 კაციანი ორგანიზაცია ვიყავით) 8 კაცის დათხოვნა სამსახურიდან.

თანამშრომლების დათხოვნა მოგვიწია ბევრი მიზეზიდან გამომდინარე. რიგ შემთხვევაში, თანამშრომელს როცა ავუხსენით რისკები, შეიძლება არ იყოს მისთვის მისაღები ეს რისკები; მარტივად, შეიძლება მივიდნენ და 5000-ლარით დააჯარიმონ, მათ შორის მოითხოვონ მისგან, როგორც თანამშრომლისგან, სპეციფიკური ინფორმაცია ორგანიზაციაზე. მაგალითად, იყო გარკვეული პროექტის კოორდინატორი, იყო ფინანსური მენეჯერი...“,- განაცხადა დავითურმა.

მოსამართლის ჩაკითხვაზე, თანამშრომლების დათხოვნა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ მოუწია თუ არა, დავითურმა უპასუხა: „ნაწილი თვითონ წავიდა. კი ამ კანონის მიღების შემდეგ“.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა