გიგი წერეთელი - მე ნამდვილად არ მიკვირს, რომ დღეს აქ ასეთი დიდი ემოციებია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, რადგან თუ ვინმეს აქვს წვლილი ბათუმის ფეხზე დაყენებაში, ეს სწორედ სააკაშვილია

გვჭირდება ევროპა, სადაც ადამიანის უფლებები იქნება დაცული და სადაც არასდროს მოხდება რუსული კანონის განხილვა, რომელსაც სურს გააქროს სამოქალაქო საზოგადოება. ევროპაში არ არსებობს პოლიტიკური პატიმრები. მე ნამდვილად არ მიკვირს, რომ დღეს აქ ასეთი დიდი ემოციებია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, რადგან თუ ვინმეს აქვს წვლილი ბათუმის ფეხზე დაყენებაში, ეს სწორედ მიხეილ სააკაშვილია, - ამის შესახებ "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა განაცხადა.

კოალიცია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" სხვა ლიდერებთან ერთად ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს ეზოში მყოფმა გიგი წერეთელმა აღნიშნა, რომ ერთიანობა მნიშვნელოვანია და ეს ერთიანობა იქმნება გამარჯვების საწინდარი.

"ეს არაჩვეულებრივი ქალაქი, მართლაც ძალიან ევროპული, განსხვავებული და უდიდესი მომავლის მქონეა, ისეთი მომავლის, რომელიც მთელ ქვეყანას ექნება, როდესაც ეს არჩევნები გადაივლის. მე დარწმუნებული ვარ, იმ ერთიანობით, რომელზეც აქ იყო საუბარი, ჩვენ გავიმარჯვებთ და წავალთ იმ ევროპისკენ, რომელიც ყოველთვის იყო და არის უდიდესი სივრცე კეთილდღეობისთვის. ეს ადამიანები, ბავშვები, რომლებიც დღეს აქ არიან შეკრებილნი, აუცილებლად ნახავენ ამ სიკეთეს ჩვენთან ერთად. მე ნამდვილად არ მიკვირს, რომ დღეს აქ ასეთი დიდი ემოციებია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, რადგან თუ ვინმეს აქვს წვლილი ამ ქალაქის ფეხზე დაყენებაში, ეს სწორედ მიხეილ სააკაშვილია და თინაც, მეც, გიორგიც ვიყავით მომსწრე იმ გრანდიოზული პროექტების. ჩვენ იმიტომ გვინდა ევროპა და იმიტომ გვინდა საქართველო ევროპაში, რომ იქ პოლიტიკური პატიმრები არ იქნებიან და ყველას ექნება თავისი ადგილი ამ ქვეყანაში.

ჩვენ ვხედავთ, რა ხდება დღეს, ამიტომ გვჭირდება ევროპა, სადაც ადამიანის უფლებები იქნება დაცული და სადაც არასდროს მოხდება ისეთი რუსული კანონის განხილვა, რომელიც ახლა იხილება და რომელსაც სურს გააქროს სამოქალაქო საზოგადოება. ამიტომ გვჭირდება ჩვენ ევროპა, ამიტომ გვჭირდება მასთან სიახლოვე და არა ის, რასაც ხელისუფლება აკეთებს: დისტანცირება და იზოლაცია, რაც მხოლოდ სიღატაკისა და გაჭირვების საფუძველია. ამიტომ ერთიანობა მნიშვნელოვანია და ეს ერთიანობა იქმნება გამარჯვების საწინდარი", - განაცხადა გიგი წერეთელმა.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება