არმაზ ახვლედიანი - ჩვენ გავიმარჯვებთ, იმიტომ, რომ ერთიანობას, ევროპულ კეთილდღეობას და იზოლაციონიზმის დაგმობას ალტერნატივა არ გააჩნია

სწორედ ახლა, როგორც არასდროს ამ ეპოქალური ცვლილების წინ გვმართებს ერთიანობა - გადავდოთ ყოველგვარი პარტიული, ვიწრო პიროვნული ინტერესი, გავერთიანდეთ ჩვენი ქვეყნისთვის და შევძლოთ, რომ ევროპული ყაიდის, ნამდვილად ევროპული ბათუმი, ევროპული შინაარსის საქართველო დავუბრუნოთ ევროპულ ოჯახს, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, არმაზ ახვლედიანმა ბათუმში განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია გამიმარჯვებს, რადგან ერთიანობას, ევროპულ კეთილდღეობას და იზოლაციონიზმის დაგმობას ალტერნატივა არ გააჩნია.

„ძვირფასო ბათუმელებო, 2004 წელი იყო როცა აქ, ბათუმში, ფაქტობრივად საბოლოოდ გადაწყდა საქართველოს ბედი, რომ საქართველოს ევლო ევროპისკენ, რომ საქართველოს ევლო შეუქცევადად ნორმალური გზით. სხვა რომ არაფერი ჰქონდეს დამსახურება დღეს პოლიტპატიმრად მყოფ მიხეილ სააკაშვილს, მხოლოდ ეს ერთი დამსახურება ეყოფოდა. მან აჭარაში არსებული სიმახინჯე, სიმრუდე გაასწორა. ეს მოხერხდა მაშინ ერთიანობით. სწორედ ახლა, როგორც არასდროს ამ ეპოქალური ცვლილების წინ გმართებს ერთიანობა, გადავდოთ ყოველგვარი პარტიული, ვიწრო პიროვნული ინტერესი, გავერთიანდეთ ჩვენი ქვეყნისთვის და შევძლოთ, რომ ევროპული ყაიდის, ნამდვილად ევროპული ბათუმი, ევროპული შინაარსის საქართველო დავუბრუნოთ ევროპულ ოჯახს.

აქ კარგად ჩანს კონტურები აფხაზეთის და სოხუმის. არსად ისე კარგად არ იციან აფხაზეთის ფასი, როგორც აქ, აჭარაში. აფხაზეთის დაბრუნება, შემოერთება ვერ მოხერხდება ვერავითარ შემთხვევაში ამათი უკეთურთა საკონსტიტუციო უმრავლესობით, არამედ მოხერხდება ერთადერთი გზით, რომ კოალიციურმა მთავრობამ შეძლოს, დემოკრატიული რეფორმებით საქართველოს განვითარება, სწორედ მაშინ მოიხედავს საქართველოსკენ სოხუმი და ცხინვალი. ეს არის ერთადერთი უალტერნატივო გზა.

რაც შეეხება ამ ბინძურ თამაშს საქართველოს ეკლესიასთან, უნდა ითქვას სწორედ აქ, ანდრია პირველწოდებულის ნაკვალევზე, რომ საუკუნეების მანძილზე არავის გასვლია ეკლესიასთან თამაში. ჩვენ გავიმარჯვებთ, გავიმარჯვებთ იმიტომ, რომ ერთიანობას, ევროპულ კეთილდღეობას და იზოლაციონიზმის დაგმობას ალტერნატივა არ გააჩნია. ჩვენ გავიმარჯვებთ იმიტომ, რომ სხვა შანსი, სხვა გზა, სხვა არჩევანი არ გაგვაჩნია“,- განაცხადა ახვლედიანმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის