უკრაინის გენშტაბი ადასტურებს, რომ F-16 ტიპის თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის მხრიდან სარაკეტო თავდასხმის მოგერიებისას F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა და მფრინავი დაიღუპა.

„უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის სარაკეტო თავდასხმის მოგერიებისას საზენიტო-სარაკეტო ძალების ქვედანაყოფებთან ერთად უკრაინის შეიარაღებული ძალების F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები გამოიყენეს. საჰაერო ბრძოლის დროს F-16-ებმა მაღალი ეფექტურობა აჩვენეს და მტრის ოთხი ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს. მორიგ სამიზნესთან მიახლოებისას, ერთ-ერთ თვითმფრინავთან კონტაქტი დაიკარგა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა და პილოტი დაიღუპა“, - აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.

ცნობისთვის, 29 აგვისტოს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნატო-ს მოკავშირეების მიერ უკრაინაში გაგზავნილი F-16 ტიპის ერთ-ერთი მოიერიშე თვითმფრინავი რუსეთის თავდასხმის დროს განადგურდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს