ანა დოლიძე - ბახმარო დაღუპვის პირასაა, ჩვენ გვჭირდება მხოლოდ მდგრადი განვითარება

ბახმაროს ძალიან ცუდ რაღაცას უპირებენ, ეს არის ქვეყნის ღალატი. ბახმარო, რომელიც ჰგავს შვეიცარიას თავისი ბუნებრიობით, ხელუხლებლობით, სილამაზით და საოცარი ჰაერით, სახელმწიფო უპირებს ჩაბეტონებას, როგორც ეს ბაკურიანსა და გუდაურში გააკეთა. ეს ქვეყნის ღალატის ტოლფასია, ქვეყანაში განვითარებაზე მეტად კორუფცია ყვავის, - ამის შესახებ კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ ბახმაროში სტუმრობისას განაცხადა.

ანა დოლიძის თქმით, საქმე იმაშია, რომ კომპანია „ორბი“ აპირებს, ბახმაროში ააშენოს 350 ნომრიანი სასტუმრო 150 ადგილიანი მიწისქვეშა პარკინგით. მისივე თქმით, აღნიშნული ტერიტორია სახელმწიფომ „ორბი“ ჯგუფს 1 ლარად გადასცა.

„სახელმწიფოს მხრიდან მიწის გადაცემა გარკვეული პირობებით ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც პროექტი თავიდან არ არის ინვესტორისთვის მომგებიანი და შენ მას ხელს უწყობს, რომ განავითაროს რაღაც ტერიტორია. იქ სადაც 2000 დოლარად უნდა გაყიდოს კვადრატული და მეტად, ააოხროს აქაურობა, ,,ქართულმა ოცნებამ“ ორბს მისცა 1 ლარად. მშენებლობა უნდა დასრულებულიყო 2024 წელს, პრემიერმა კობახიძემ იმის მაგივრად, რომ ხელშეკრულება შეეწყვიტა კომპანიისთვის, მას ვადა 2028 წლამდე გაუხანგრძლივა. ეს არის წარმოუდგენელი. ბახმაროს უპირებენ იგივეს, რაც დამართეს ბათუმს. ევროპაში მსგავსი გადაწყვეტილების მიღებას ვერავინ გაბედავს, იმიტომ რომ იქ არ არის კორუმპირებული მთავრობა, ოლიგარქი და უპასუხისმგებლობა ბიზნესები. ეს არის ნამდვილად ქვეყნის ღალატი და ჩვენ, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ამაში ხელი უნდა შევუშალოთ“, - აცხადებს ანა დოლიძე.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის