სახელმწიფო თანადაფინანსებით ახალი პროგრამა - „ქართული ბოსტნეული სათბურებიდან“ იწყება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიცირებით, სოფლის განვითარების სააგენტომ სასათბურე მეურნეობის შექმნით დაინტერესებული პირებისთვის ახალი პროგრამა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, პროგრამა ხელს შეუწყობს სახელმწიფოს მხრიდან განსაზღვრული თანადაფინანსების გზით ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და სასათბურე მეურნეობების შექნის წახალისებას.

მათივე ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამის „ქართული ბოსტნეული სათბურებიდან“ ბიუჯეტი 25 მილიონ ლარს შეადგენს.

"პროგრამის მიზანია ქვეყნის მასშტაბით ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების ხელშეწყობა, თანამედროვე კლიმატგონივრული ტექნოლოგიების დანერგვის გზით. პროგრამის ამოცანას წარმოადგენს ახალი სასათბურე მეურნეობების მოსაწყობად საჭირო ფინანსებზე ხელმისაწვდომობით, სათბურში წარმოებული პროდუქციის მოცულობის გაზრდა, მათ შორის, არასეზონურ პერიოდში. აღნიშნული მიზნობრიობით პოტენციურმა ბენეფიციარმა შესაძლებელია მიიღოს კომბინირებული სახის დაფინანსება, როგორც საგრანტო, ასევე პროგრამის ფარგლებში კომერციული ბანკის მიერ გაცემული კრედიტის არაუმეტეს 24 თვის საპროცენტო განაკვეთის სრული დაფინანსების სახით. კრედიტის მოცულობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 50 000 ლარს და არაუმეტეს 1,000,000 ლარს, ხოლო საგრანტო დაფინანსება განისაზღვრება სესხის თანხის არაუმეტეს 30%-ით და გაიცემა ბენეფიციარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების შემდეგ. ამასთან ჯამური დაფინანსება განისაზღვრება გაცემული სესხის თანხის არაუმეტეს 50%-ით. პროგრამა ხელს შეუწყობს სახელმწიფოს მხრიდან განსაზღვრული თანადაფინანსების გზით ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და სასათბურე მეურნეობების შექნის წახალისებას. პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული მხარდამჭერი მექანიზმების სარგებლობის შემთხვევაში, ადგილობრივი ბენეფიციარები შეძლებენ შექმნან სასათბურე მეურნეობები და შედეგად ხელი შეეწყობა ბაღჩეული და ბოსტნეული კულტურების იმპორტის ჩანაცვლებას და საექსპორტო პოტენციალის გაზრდას, მათ შორის არასეზონურ პერიოდში. ახალი სახელმწიფო პროგრამის „ქართული ბოსტნეული სათბურებიდან“ ბიუჯეტი 25 მილიონ ლარს შეადგენს",-ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე