ზუგდიდის მერიამ ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები დააჯილდოვა

ზუგდიდის მერიამ ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები დააჯილდოვა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, ზუგდიდის მერიაში, 2023-2024 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეების, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება გაიმართა. მედალოსნებს სიგელები და საჩუქრები ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ, მოადგილეებთან ერთად გადასცა. 177 წარმატებული მოსწავლე დაჯილდოვდა, მათ შორის 134 ოქროსა და 43 ვერცხლის მედალოსანი. მამუკა წოწერიამ ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა, მიღწეული წარმატება მიულოცა და განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

,,მივესალმები წარმატებულ ახალგაზრდებს. ჩემთვის სიამაყის საფუძველია, რომ საქართველოში ზუგდიდელი ახალგაზრდები განათლებით, წესიერებითა და კეთილგონიერებით გამოირჩევიან. მივესალმები ჩვენს ღვაწლმოსილ პედაგოგებს, რომელთა შორისაც ვხედავ ასევე ჩემს მასწავლებლებს, უდიდესი პატივისცემა მინდა დაგიდასტუროთ. უდიდესი სიხარულისა და სიამაყის მომგვრელია, რომ ზუგდიდს ჰყავს 177 მედალოსანი. ეს არის მანიშნებელი იმისა, რომ ზუგდიდს განათლებული მომავალო თაობა ჰყავს. ესენი არიან საქართველოს მომავალი"- აღნიშნა ზუგდიდის მერმა.

მამუკა წოწერიამ ახალგაზრდებს ეროვნული გამოცდების შედეგებიც მიულოცა. წელს 727 ზუგდიდელი კურსდამთავრებული ჩაირიცხა. მერმა განსაკუთრებული მადლობა პედაგოგებმა და მშობლებს გადაუხადა. როგორც მამუკა წოწერიამ აღნიშნა, ეს არის თაობა რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ევროპული მომავლის და მისადმი მისწრაფებების გაძლიერებას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ჩვენი სუვერენიტეტის დაცვას და სწორედ ამისათვის არის მიმართული, როგორც ცენტრალური ხელისუფლება, ასევე ადგლობრივიც. მერმა განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმებზეც ისაუბრა. ასევე, აღნიშნა ადგილობრივი თვითმმართველობის როლი. ზუგდიდის მერია განსაკუთრებით გამოირჩევა ახალგაზრდული პროგრამებით. მათ შორის, ახალგაზრდული პროექტების დაფინანსება, მერის სტიპენდია და საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსება. ღონისძიებას მერის მოადგილეები, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით კუხალეიშვილი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა