გია ვოლსკი - სასამართლოში პარლამენტიდან კომპეტენტური ადამიანების ჯგუფია წარმოდგენილი, რომელიც სწორ პოზიციას იცავს - ვერ ვატყობთ, რომ მოსარჩელე მხარეს განხილვებში უპირატესობა ჰქონდეს

კომპეტენტური ადამიანების ჯგუფია, რომელიც სწორ პოზიციას იცავს და ამასთან დაკავშირებით არავის კითხვა არ უნდა ჰქონდეს, მითუმეტეს, ვერ ვატყობთ, რომ მოსარჩელე მხარეს განხილვებში მაინცდამაინც უპირატესობა ჰქონდეს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რატომ არ მონაწილეობენ საკონსტიტუციო სასამართლოში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის განხილვაში მმართველი გუნდის დეპუტატები.

მისი თქმით, თუ საჭიროდ ჩაითვლება, დეპუტატები სხდომას დაესწრებიან.

“ვფიქრობ, როდესაც ასეთი სუსტი პოზიცია გაქვს, საკონსტიტუციო სასამართლო იქნება თუ ზოგადად, სხვა მიზეზი უნდა ეძებო, რომელიმე ადამიანი თუ დეპუტატი რატომ არ ესწრება. ვინც მონაწილეობს, საკმაოდ მაღალი კომპეტენციისაა და თუ საჭიროდ ჩათვლიან, დეპუტატიც დაესწრება. მაგრამ კომპეტენტური ადამიანების ჯგუფია, რომელიც სწორ პოზიციას იცავს და ამასთან დაკავშირებით არავის კითხვა არ უნდა ჰქონდეს. მითუმეტეს, ვერ ვატყობთ, რომ მოსარჩელე მხარეს განხილვებში მაინცდამაინც უპირატესობა ჰქონდეს. მე-11 მუხლი არის საკონსტიტუციო ფორმულირება, რომელიც თითქოსდა დარღვეული იყო იმის გამო, რომ “რუსულ კანონს” ვიღებთ. აბსურდია საუბარი იმაზე, რომ თანასწორობის რაღაც პრინციპი ირღვევა. ზოგადად აბსურდია შეტანილი სარჩელი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გამჭვირვალობის მოთხოვნა ჩვენს საგარეო კურსს ცვლის. მე ვფიქრობ და ბევრი ფიქრობს ასე, რომ ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკურ ველზე შემოთრევის გააფთრებული მცდელობა. მითუმეტეს, თუ მოვუსმენთ განცხადებებს, რომელსაც მოსარჩელე მხარის წარმომადგენლები აკეთებენ. ესენი პოლიტიკური განცხადებებია. აი, სააკაშვილს რომ სჩვევია - იმის მაგივრად, რომ თავის დანაშაულთან დაკავშირებით გასცეს პასუხები, პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს. იგივე თემაა დღეს რასაც საკონსტიტუციოში თვალყურს ვადევნებთ. მე-11 მუხლის მოხსნა, როგორც ერთ-ერთი სარჩელისა, ამის მაუწყებელია, რომ აბსურდია ამტკიცო, რომ გამჭვირვალობა არის ანტიდასავლური პრინციპის მქონე კანონი”, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო