ჯოზეფ ბორელი - თუ უკრაინელებს ჩვენი მხარდაჭერა ექნებათ, მათ შეუძლიათ წარმატებით იბრძოლონ და კურსკის ოპერაცია ამის კარგი მაგალითია - განვიხილავთ, თუ როგორ გავზარდოთ ჩვენი სასწავლო მისია, მიზანი 60 000-მდე გაწვრთნილი ჯარისკაცია

უკრაინის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერის ფარგლებში ჯარისკაცების წვრთნა მნიშვნელოვან როლს თამაშობს. განვიხილავთ, თუ როგორ გავზარდოთ ჩვენი სასწავლო მისია (EUMAM Ukraine). მიზანი გაწვრთნილი 60 000-მდე ჯარისკაცია, ჩვენ ამ მიზანს გავზრდით - რამდენით - ამას დღის ბოლოს გეტყვით, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში, ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების არაფორმალური შეხვედრის წინ განაცხადა.

„დღეს, თავდაცვის მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე მაგიდაზე ბევრი მნიშვნელოვანი საკითხია. ყველაზე მნიშვნელოვანია ევროკავშირის სამხედრო მხარდაჭერა უკრაინისადმი. ამ მხარდაჭერის ფარგლებში ჯარისკაცების მომზადება მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ასე რომ, ჩვენ განვიხილავთ, თუ როგორ გავზარდოთ ჩვენი სასწავლო მისია (EUMAM Ukraine). მიზანი გაწვრთნილი 60 000-მდე ჯარისკაცია, ჩვენ ამ მიზანს გავზრდით - რამდენით - ამას დღის ბოლოს გეტყვით, მაგრამ ეს არის ყველაზე წარმატებული საწვრთნელი მისია, რაც კი ევროკავშირს ოდესმე შესრულებულა. 60 000 – და შესაძლოა მეტი – ჯარისკაცის მომზადება შესანიშნავია. ბევრმა ქვეყანამ შეიტანა წვლილი ამაში“, - აღნიშნა ბორელმა. მისი თქმით, უკრაინელებს ევროკავშირის მხარდაჭერა სჭირდებათ იმისთვის, რომ წარმატებით იბრძოლონ. „ცხადია, რომ თუ უკრაინელებს ჩვენი მხარდაჭერა ექნებათ, მათ შეუძლიათ წარმატებით იბრძოლონ. კურსკის ოპერაცია ამის კარგი მაგალითია. ეს არის გაბედული სტრატეგიული ქმედება, წარმატებული, რომელიც აჩვენებს, რომ ეს ჩვენზეა დამოკიდებული. ისინი მზად არიან გააგრძელონ ბრძოლა იმდენად, რამდენადაც ჩვენი მატერიალური მხარდაჭერა ექნებათ“, - აღნიშნა ბორელმა. მან დაადასტურა, რომ უკრაინა უკვე იყენებს F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს. „F-16-ები უკრაინის ქალაქებზე რუსეთის თავდასხმების შესაჩერებლად გამოიყენება. გასულ ორშაბათს კიევის, უკრაინის ელექტროსისტემის წინააღმდეგ 300 რაკეტა და დრონი გაუშვეს. ცხადია, პუტინს სურს, მომავალ ზამთარში უკრაინა სიბნელეში და სიცივეში ჩაძიროს“, - აღნიშნა ბორელმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს