სოფო ჯაფარიძე - მოსამართლეებს ძალიან მარტივი არჩევანი აქვთ გასაკეთებელი: ირჩევენ ევროპულ მომავალს, თუ ისეთი ქვეყნების ალიანსს, როგორებიც არიან: რუსეთი, ბელარუსი, ვენესუელა

საკონსტიტუციო სასამართლოს არსებობის განმავლობაში ყველაზე რთულ დღეს მოსამართლეებს ძალიან მარტივი არჩევანი აქვთ გასაკეთებელი. ირჩევენ ევროპულ მომავალს, თუ ისეთი ქვეყნების ალიანსს, როგორებიც არიან: რუსეთი, ბელარუსი, ვენესუელა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე სოფო ჯაფარიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის განხილვასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი შეფასებით, ფონდი, რომელიც გაჭირვებულ ოჯახებს პროდუქტებით ეხმარებოდა, აღნიშნული კანონის გამო ფუნქციონირებას წყვეტს.

"ამ შენობაში [საკონსტიტუციო სასამართლო] წყდება საქართველოს მოქალაქეების ბედი. კანონი, რომლის გაუქმებაზეც მსჯელობს საკონსტიტუციო სასამართლო, ყოველდღიურად სულ უფრო მეტ ზიანს აყენებს მოქალაქეებს. გახდა ცნობილი, რომ ფონდი, რომელიც გაჭირვებულ ოჯახებს პროდუქტებით ეხმარებოდა, "რუსული კანონის" გამო ფუნქციონირებას წყვეტს. ძალიან ბევრი მსგავსი ორგანიზაცია არის საფრთხის ქვეშ "რუსული კანონის" ამოქმედების გამო. მალე გავიგებთ ყველა - საკონსტიტუციო სასამართლო ჩვენი მოქალაქეების გვერდით დგას თუ არა. საკონსტიტუციო სასამართლოს არსებობის განმავლობაში ყველაზე რთულ დღეს მოსამართლეებს ძალიან მარტივი არჩევანი აქვთ გასაკეთებელი. ირჩევენ ევროპულ მომავალს, თუ ჩვენი ქვეყნის მომავალს, ისეთი ქვეყნების ალიანსში, როგორებიცაა: რუსეთი, ბელორუსი, ვენესუელა და ა.შ. საჭიროა "რუსული კანონის" დაუყოვნებლივ შეჩერება. საქართველო უნდა დაბრუნდეს აღმშენებლობის იმ ტემპში, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა მის გუნდთან ერთად შემოიტანა. იმიტომ ვირჩევთ ევროპას, რომ წარმატებულ პროექტებს ხელოვნურად შექმნილი ბარიერით არ ებრძვიან. ევროპაში პოლიტიკური პატიმრები არ ჰყავთ და ხელისუფლება ხალხზე ზრუნავს. "რუსული კანონი" აუცილებლად შეწყვეტს ფუნქციონირებასა და მოქმედებას. ეს კარგი იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს ხელით მოხდეს, თუმცა ამის მოლოდინი არ მაქვს. 26 ოქტომბრის შემდეგ ამ გადაწყვეტილებას ქართველი ხალხი მიიღებს, როცა "რუსულ ხელისუფლებას" გაისტუმრებს სახლში", - განაცხადა ჯაფარიძემ.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა