საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს ლისაბონში გაეცნენ

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ პორტუგალიაში, ლისაბონში საერთაშორისო ფორუმში m&i Lisbon 2024 მიიღო მონაწილეობა, - ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, საქმიანი ტურიზმის სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფორუმზე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრი კომპანიები იყვნენ წარდგენილები.

"ფორუმის ფარგლებში საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ 40-მდე შეხვედრა გამართა ბიზნეს ტურიზმის სფეროში მოქმედ წამყვან საერთაშორისო კომპანიებთან და დამკვეთებთან. უცხოური კომპანიები გაეცნენ საქართველოს საქმიანი ტურიზმის მიმართულებას და შესაძლებლობებს, რასაც ქვეყანა საერთაშორისო კომპანიებს მასშტაბური ღონისძიებების, ფორუმების, კონგრესებისა და კონფერენციების ჩასატარებლად სთავაზობს. m&i Lisbon 2024-ზე ევროპიდან 150-ზე მეტი კომპანია იყო წარმოდგენილი", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა