იუსტიციის მინისტრის მოადგილე განმარტავს, „რატომ არ არის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მასტიგმატიზირებელი“

საკონსტიტუციო სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა განმარტა, თუ რატომ არ არის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მასტიგმატიზირებელი. ძამაშვილის განცხადებით, დაინტერესებული პირი რეესტრში გადამოწმების დროს, ორგანიზაციის მხოლოდ უცხოურ დაფინანსებას არ ნახავს.

„ჩვენ არ ვთვლით, რომ სახელდება ცალკე აღებული, თუნდაც, რამე ნიშნით მასტიგმატიზირებელია. გუშინ, სხვათა შორის, სასამართლოს მხრიდან წამოვიდა ძალიან საინტერესო შეფასება და ამაზეც ვიტყვი. რეესტრში აისახება არა მხოლოდ, 20 ან 25% უცხოური დაფინანსება რა იქნება, არამედ, მთლიანად. დაინტერესებული პირი როცა რეესტრში შევა, იქ ნახავს, რომ ეს ორგანიზაცია 20%-ით უცხოეთიდან ფინანსდება და 80%-ით საქართველოდან, ცალკე აღებული ობიექტი ინფორმაციას ნახულობს, ანუ რატომ შეიძლება ეს მასტიგმატიზირებელი იყოს, როდესაც ვნახულობ, რომ დაფინანსება უცხოეთიდანაც მიღებული აქვს და საქართველოდანაც, ან როგორ შეიძლება ამის აღმასრულებელი რეესტრი იყოს მასტიგმატიზირებელი. რეესტრი ჩაკეტილი რომ ყოფილიყო, უბრალოდ 20%-ს ჩვენ დავადგენდით და ადამიანი ვერ გაიგებდა, რეალურად ეს ადამიანი რას საქმიანობს, დაფინანსება რამდენი მიიღო, ქართული დაფინანსებაც აქვს თუ არა, აქ შეიძლებოდა რაღაც კითხვები ყოფილიყო, მაგრამ ეს სრული სურათის წარმოჩენაა იმისათვის, რომ საზოგადოებამ დაინახოს, რეალურად ვინ, რას იღებს“, - განაცხადა ძამაშვილმა.

მას ერთ-ერთი მოსამართლე ჩაეკითხა, თუ რა ხდება იმ შემთხვევაში, თუკი, ის არ დაინტერესდება და რეესტრში არ ნახავს ამა თუ იმ ორგანიზაციის დაფინანსებას, რასაც ძამაშვილმა უპასუხა, რომ „თუ არ შევა, ვერსაიდან გაიგებდა, ესა თუ ის ორგანიზაცია არის თუ არა, იმ სტატუსის მატარებელი“.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
„იმპექსი“ 27 წლისაა - ბრენდი დაბადების დღის კვირეულს მასშტაბური კამპანიით აღნიშნავს
„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტთან თანამშრომლობით, რეგიონში უნიკალური ტექნოლოგია დაინერგა
სილქნეტის მხარდაჭერით წინანდლის მამულმა  ფესტივალ „ვარდობისთვეს“ უმასპინძლა