კახა კალაძე - ევროინტეგრაციის გზაზე წარმატების მიღწევა „ქართული ოცნების“ პირობებში მოხდა - ამ გზაზე შეიძლება იყოს შეფერხებები, ბარიერები, მაგრამ ჩვენი სიმტკიცით, მშვიდობით, განვითარებით, ყველა ბარიერს გადავლახავთ

თუ კი რაიმე წარმატებას მივაღწიეთ ევროინტეგრაციის გზაზე, ეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მოხდა - ჩვენ ვიქნებით ის გუნდი, რომელიც ამ დაწყებულ მნიშვნელოვან გზას ბოლომდე მიიყვანს. ამ გზაზე შეიძლება იყოს შეფერხებები, ბარიერები, მაგრამ ჩვენი სიმტკიცით, მშვიდობით, ეკონომიკური განვითარებით, ყველა ბარიერს გადავლახავთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის შეფასებით, დასავლელ პარტნიორებს საქართველოსთან მიმართებით აქვთ არასწორი, არასამართლიანი დამოკიდებულება.

„ეს იმ ბინძური კამპანიის ნაწილია, რასაც ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში ვისმენდით, ვუყურებდით. თქვენ იცით, რომ საქართველოსთან მიმართებაში აქვთ არასწორი დამოკიდებულება, თუნდაც არასამართლიანი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. თუნდაც ავიღოთ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ხომ გახსოვთ, როგორი დამოკიდებულება იყო? - უკრაინას, მოლდოვას და სხვებს [სტატუსი] მისცეს და საქართველო დაჩაგრეს. ზუსტად პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს იმ მიზნით, რომ ქვეყანაში არეულობა მოეწყოთ ხელისუფლების წინააღმდეგ, ხალხს ეუბნებოდნენ, რომ „თქვენ კარგი ხალხი ხართ, ევროპას და ევროპულ მომავალს იმსახურებთ და ხელისუფლება ცუდი გყავთ“. თუ კი რაიმე წარმატებას მივაღწიეთ ევროინტეგრაციის გზაზე, ეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მოხდა. ჩვენ ვიქნებით ის გუნდი, რომელიც ამ დაწყებულ მნიშვნელოვან გზას ბოლომდე მიიყვანს. ამ გზაზე შეიძლება იყოს შეფერხებები, ბარიერები, მაგრამ ჩვენი სიმტკიცით, მშვიდობით, ეკონომიკური განვითარებით, ყველა ბარიერს გადავლახავთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საბოლოო შედეგს ევროკავშირში გაერთიანებასთან დაკავშირებით მივაღწიოთ.

შეიძლება დღეს [მოლაპარაკებები] არ გახსნან და პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ, როგორც მაგალითად, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით იქნა გაკეთებული, რომ გამოეყენებინათ სიტუაცია ქვეყანაში არეულობის მოწყობასთან დაკავშირებით, შემდეგ რამდენიმე თვეში აბსოლუტურად საპირისპირო გადაწყვეტილება მიიღეს, რა შეიცვალა იმ რამდენიმე თვეში?

მე არაფერს ვვარაუდობ! ჩვენ მივყვებით ჩვენს გზას, ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქვეყნის ინტერესები, მშვიდობის შენარჩუნება, სიმშვიდე, ეკონომიკური განვითარება და ამ პრაქტიკული პოლიტიკით, რა თქმა უნდა, ევროკავშირში გაწევრიანებას შევძლებთ“, - განაცხადა კალაძემ.

ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება