ვახტანგ მეგრელიშვილი - მღვდელმთავრების განცხადებები ცხადყოფს, რომ საკუთარი დამოუკიდებლობის დაკარგვა არ სურთ - ამ ეტაპზე ხელისუფლება იმდენად ძლიერი არაა, რომ მართლმადიდებელი ეკლესია თავისი კონტროლის ქვეშ უკრიტიკოდ გადმოიყვანოს

მღვდელმთავრების განცხადებები ცხადყოფს, რომ საკუთარი დამოუკიდებლობის დაკარგვა არ სურთ - ამ ეტაპზე ხელისუფლება იმდენად ძლიერი არაა, რომ მართლმადიდებელი ეკლესია თავისი კონტროლის ქვეშ უკრიტიკოდ გადმოიყვანოს,- ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების თაობაზე ხელისუფლების წინადადების კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პრობლემაა, “როდესაც სახელმწიფო და ეკლესია ერთმანეთს ერწყმება”.

“სახელმწიფოს ისედაც ძალიან სერიოზული გავლენა ჰქონდა მართლმადიდებლურ ეკლესიაზე და სინამდვილეში, მთავარი პრობლემა იყო ის, რომ როდესაც საპატრიარქოში პრობლემა იყო, ერთ-ერთი მღვდელმთავარი გამოდიოდა მასმედიაში და იძახდა, სუს-მა დაგვარეგულიროსო. ესაა მთავარი პრობლემა, როდესაც სახელმწიფო და ეკლესია ერთმანეთს ერწყმება. თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ სახელმწიფო რელიგიად უნდა გამოვაცხადოთ მართლმადიდებლური ეკლესია, ნიშნავს იმას, მისი დამოუკიდებლობის ხარისხი სახელმწიფოსგან იურიდიულადაც სერიოზულად შემცირდება. აქედან გამომდინარე, შეთავაზება (რაც მეუფე ნიკოლოზმაც განაცხადა), შეიძლება ისახავს მიზნად, რომ წინასაარჩევნოდ ხალხს უთხრან - “ჩვენ როგორ ვზრუნავთ ჩვენს საყვარელ ინსტიტუციაზე, ანუ მართლმადიდებლურ ეკლესიაზე”. მაგრამ იმის გამო, რომ საქართველოს ყველა წინა ხელისუფლებას სურდა, მართლმადიდებელი ეკლესია მისი მხარდამჭერი და მასთან მჭიდროდ ასოცირებული ყოფილიყო და ეს გამოცდილება მივიღეთ, ფაქტობრივად, მღვდელმთავრების განცხადებები ცხადყოფს, რომ საკუთარი დამოუკიდებლობის დაკარგვა არ სურთ. ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ხელისუფლება იმდენად ძლიერი არაა, რომ მართლმადიდებელი ეკლესია თავისი კონტროლის ქვეშ უკრიტიკოდ გადმოიყვანოს“, - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

ემილ ავდალიანი - საქართველო ცდილობს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან კავშირების გაღრმავებით შუა დერეფნის პროექტში მეტად განიმტკიცოს თავისი ადგილი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.06.2026
„ტოიოტა კავკასიამ“ სრულიად ახალი, მეექვსე თაობის Toyota RAV4 წარადგინა
სისხლის ავთვისებიანი დაავადებების ექსპერტული მკურნალობა Acıbadem Healthcare Group-ში
სიახლე PSP-ში - ინტენსიური ჰიდრატაციის ახალი სტანდარტი Rexaline-ისგან
Air Astana ყაზახეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის 15 წელს აღნიშნავს
ნებისმიერი მიმართულებით ტრანსპორტის ბილეთის შეძენა უკვე ერთ სივრცეში - TKT.GE-ზეა შესაძლებელი
ტოიოტა ცენტრი თეგეტა Ichiban Award-ის მფლობელი ზედიზედ მეორედ გახდა