თინა ბოკუჩავა - არ არის პირველი შემთხვევა, როცა კერპთაყვანისმცემელი ბიძინა ივანიშვილი მართლმადიდებლობის საარჩევნო პროპაგანდად გამოყენებას ცდილობს - ხალხი ხედავს, რა დგას მისი „ტრიუკების“ უკან

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა კერპთაყვანისმცემელი ბიძინა ივანიშვილი მართლმადიდებლობის საარჩევნო პროპაგანდად გამოყენებას ცდილობს - ხედავენ, რა დგას მისი „ტრიუკების“ უკან,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი სარწმუნოების საარჩევნო პროპაგანდად გამოყენებას ცდილობს.

„ჩემთვის მნიშვნელოვანია თვითონ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიცია. რა პოზიციაც მოვისმინეთ, ეს არის უარი ხელისუფლების შემოთავაზებაზე, რაც მორიგი დასტურია, რომ ივანიშვილი სათავისოდ გამოყენებას ცდილობს, ისეთი ძვირფასი და სათუთი თემების, როგორიცაა: ჩვენი სარწმუნოება, ეკლესია მართლმადიდებლობა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა კერპთაყვანისმცემელი ბიძინა ივანიშვილი მართლმადიდებლობის საარჩევნო პროპაგანდად გამოყენებას ცდილობს, რაც შეურაცხმყოფელია, ქრისტიანებისთვის და ხედავენ რა დგას მისი „ტრიუკების“ უკან“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხელისუფლების მხრიდან მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებასთან დაკავშირებით საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდეს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე