გიგი წერეთელი - მოსამართლეებზეა დამოკიდებული, ქვეყანა როგორ განვითარდება - კანონის შეჩერება არის აუცილებელი იმისათვის, რომ ჩვენი დასავლური პერსპექტივა არ დავკარგოთ, იზოლაციაში არ ვიყოთ

ამ კანონზეა დამოკიდებული, ეს ქვეყანა როგორ განვითარდება. ჯერი მათზეა, კანონის შეჩერება არის აუცილებელი იმისათვის, რომ ჩვენ ჩვენი დასავლური პერსპექტივა არ დავკარგოთ, იზოლაციაში არ ვიყოთ, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა განაცხადა.

როგორც წერეთელმა განმარტა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უნდა შეჩერდეს.

„კანონმა, რომელზეც მსჯელობა მიდის, ჩვენს ქვეყანას უკვე უზარმაზარი ზიანი მიაყენა. ამან საზოგადოებაში პროტესტი გამოიწვია. ჩვენ ყველამ ვნახეთ ჩვენი ახალგაზრდების დამოკიდებულება და ამავე დროს ვნახეთ რეაქციები მთელ მსოფლიოში. საქართველოს დემოკრატიულობის იმიჯი დასრულებულია, თუკი ეს კანონი იმპლემენტირებული იქნება. შესაბამისად, ყველაზე მძიმე, რაც მოხდა, ეს იყო ჩვენი დასავლური, ევროპული კურსის შეჩერება. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რომ იმ ადამიანებს, ვინც ამ საკითხებს ისმენენ და გადაწყვეტილებებს იღებენ, მე მგონი, თავიანთი პასუხისმგებლობა გაცნობიერებული აქვთ. ამ კანონზეა დამოკიდებული, ეს ქვეყანა როგორ განვითარდება. ჯერი მათზეა, კანონის შეჩერება აუცილებელია იმისათვის, რომ ჩვენ ჩვენი დასავლური პერსპექტივა არ დავკარგოთ, იზოლაციაში არ ვიყოთ. დღეს, მთავარი ამოცანა ეს არის: კანონი უნდა შეჩერდეს, თუ არადა, არჩევნების შემდგომ, დარწმუნებული ვარ, ახალი, კოალიციური ხელისუფლება ამ კანონს საბოლოოდ გააუქმებს“, - განაცხადა წერეთელმა.

აღნიშნულ ინფორმაციას „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ