გიორგი ვაშაძე - დღეს ოპოზიციური და შემდგომში უკვე კოალიციური მმართველობა არჩევნებზე 80%-ს აიღებს

„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, წინასაარჩევნო კამპანიაში დონორებს არანაირი წვრილი არ აქვთ, დონორებს ყველაზე დიდი წვრილი საქართველოს განვითარებაში აქვთ.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნების“ მიზანია, რომ საქართველო იზოლაციაში მოაქციოს.

„წინასაარჩევნო კამპანიაში დონორებს არანაირი წვრილი არ აქვთ, დონორებს ყველაზე დიდი წვრილი საქართველოს განვითარებაში აქვთ. 10 მილიარდი ლარი, დონორების ფული ახლა იხარჯება საქართველოში იმისთვის, რომ გზები, წყალი გვქონდეს. ამის ნათელი მაგალითია ბათუმი, სადაც ჩვენ ვიმყოფებით. წყალმომარაგების სისტემიდან დაწყებული საკანალიზაციო სისტემით გაგრძელებული, ყველაფერი არის დონორების ფულით გაკეთებული. ამის გაჩერება უნდა ვის? – „ქართულ ოცნებას“, რომ ეს ქვეყანა იზოლაციაში მოაქციოს და ქართველ ხალხს სული სიღატაკეში აღმოხდეს“, - განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძის განმარტებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია ქართველ ხალხთან ერთად დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

„ჩვენი უახლესი მონაცემებით „ქართულ ოცნებას“ ახლა მაქსიმუმ 20% აქვს, შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ქართველ ხალხთან ერთად დამაჯერებლად გავიმარჯვებთ, ამ არჩევნებში სრულიად დემოკრატიული სამყარო და დემოკრატიული ოპოზიცია გაიმარჯვებს, ამიტომ ჩვენ ამისთვის ვემზადებით. დღეს ოპოზიციური და შემდგომში უკვე კოალიციური მმართველობა 80%-ს აიღებს. მინიმუმ 80%-ს აიღებს კეთილდღეობა ევროპაში და 20%-ს აიღებს - სიღატაკე იზოლაციაში“, - აღნიშნა ვაშაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის