„ქართული ოცნების" დელეგატი რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში, გოჩა ენუქიძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ცაგერის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნების" საარჩევნო სიის დელეგატმა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში, გოჩა ენუქიძემ, მოსახლეობასთან შეხვედრები ცაგერის მუნიციპალიტეტიდან დაიწყო.

როგორც ენუქიძის ფეისბუქ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საირმის, ზოგიშის, ცაგერასა და ღვირიშის მოსახლეობასთან შეხვედრისას, არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.

„მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრები ცაგერის მუნიციპალიტეტიდან- საირმის, ზოგიშის, ცაგერასა და ღვირიშის მოსახლეობასთან შეხვედრით დაიწყო

ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ისაუბრეს იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე, რომლებიც მათ აწუხებთ და ერთობლივად იმსჯელეს შესაძლებლობის ფარგლებში არსებული გამოწვევების დაძლევაში.

2012 წლიდან დღემდე ღვირიშის, ალპანისა და საირმის თემებში ბევრი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით, კვლავ აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება პრიორიტეტული პროექტების განხორციელება, აქტიური მუშაობით სოფლებში არსებული გამოწვევები ეტაპობრივად მოგვარდება.

მოსახლეობასთან შეხვედრის დროს აღინიშნა, ცაგერის მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი პროექტის, ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზის 27 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება, რომელიც აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და სექტემბრის ბოლოს დასრულდება, ასევე დაანონსდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რაც განვითარებას მოუტანს თითოეულ სოფელს.

მოსახლეობის საჭიროებებზე ზრუნვა და მათთან აქტიური კომუნიკაცია „ქართული ოცნების“ გუნდის უცვლელი პრიორიტეტია“,- აღნიშნულია ენუქიძის ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის