ლევან მაჭავარიანი - გამჭვირვალობის რეესტრში არასამთავრობოების მხოლოდ 1% დარეგისტრირდაო - „ნაცების“ ახალი მესიჯი, ასეთი ლოგიკით, გამჭვირვალობის კანონს არასამთავრობოების მხოლოდ 1,5%  აპროტესტებდა და 0,4% ასაჩივრებს

გამჭვირვალობის რეესტრში არასამთავრობოების მხოლოდ 1% დარეგისტრირდაო - ნაცების ახალი მესიჯი. ასეთი ლოგიკით, გამჭვირვალობის კანონს არასამთავრობოების მხოლოდ 1,5% აპროტესტებდა. გასაჩივრებით მხოლოდ 0,4% ასაჩივრებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან მაჭავარიანი, სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, სინამდვილეში, 30 ათასი არასამთავრობო ორგანიზაცია, მხოლოდ ფურცელზე არსებობს, ხოლო, რამდენიმე ასეული მოქმედი ორგანიზაციიდან კი, რეესტრში სამასამდე მათგანმა შეიტანა განაცხადი.

„გამჭვირვალობის რეესტრში არასამთავრობოების მხოლოდ 1% დარეგისტრირდაო - ნაცების ახალი მესიჯი. ასეთი ლოგიკით, გამჭვირვალობის კანონს არასამთავრობოების მხოლოდ 1,5% აპროტესტებდა. გასაჩივრებით მხოლოდ 0,4% ასაჩივრებს.

მოკლედ , მაგარი კატა გამოჩხრიკეს. სინამდვილეში 30 ათასი არასამთავრობო მხოლოდ ფურცელზე არსებობს, რამდენიმე ასეული მოქმედი არასამთავრობოდან კი სამასამდე ორგანიზაციამ უკვე შეიტანა განაცხადი. კიდევ უფრო კონკრეტულად - საუბარია მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციაზე, რომელსაც დაფინანსების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან აქვს.

ანუ, თუ სწორად იტყვიან და არ მოიტყუებიან, აღმოჩნდება, რომ ნახევარზე გაცილებით მეტს უკვე შეტანილი აქვს განაცხადი. კიდევ უფრო ზუსტი მონაცემები კანონის ბოლომდე აღსრულების შემდეგ გახდება ცნობილი“, - წერს ლევან მაჭავარიანი.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა