არმაზ ახვლედიანი - ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს კონსტიტუცია ჯიბის კონსტიტუციად გადააქცია

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, არმაზ ახვლედიანის განცხადებით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს კონსტიტუცია ჯიბის კონსტიტუციად გადააქცია.

მისივე თქმით, ახლა საკონსტიტუციოს მოსამართლეებს უნიკალური შანსი აქვთ, რომ ერთგულნი დარჩნენ საქართველოს კონსტიტუციის.

„ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს კონსტიტუცია ჯიბის კონსტიტუციად გადააქცია. ახლა საკონსტიტუციოს მოსამართლეებს უნიკალური შანსი აქვთ, რომ ერთგულნი დარჩნენ საქართველოს კონსტიტუციის, სამართლიანობის, ევროპული და ეროვნული არჩევანის და ბოლოს და ბოლოს საკუთარი სინდისის. ყველა შემთხვევაში იცოდნენ მოსამართლეებმაც და „რუსული კანონის“ ავტორებმაც, რომ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა 26 ოქტომბერს დაასრულოს, ეს აღვირახსნილი უკანონობა, წერტილი დაუსვას იმას, რომ კონსტიტუცია იყოს ჯიბის კონსტიტუცია. ეს დასრულდება 26 ოქტომბერს ჩვენი ერთიანობით და დაიწყება ახალი ეროვნული, ევროპული განვითარება საქართველოსთვის, სადაც სიღატაკე იზოლაციონიზმის გამო აღარ იქნება“, - განაცხადა ახვლედიანმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს