დავით დევიძე - 2 სექტემბერი არის ბოლო სამუშაო დღე, როდესაც ნებაყოფლობით შეიძლება წარმოადგინონ განცხადებები ორგანიზაციებმა - საჯარო რეესტრი არ არის მოწოდებული, ვინმე დააჯარიმოს

ორშაბათი, 2 სექტემბერი არის ბოლო სამუშაო დღე, როდესაც ნებაყოფლობით შეიძლება წარმოადგინონ განცხადებები ორგანიზაციებმა. საჯარო რეესტრი არ არის მოწოდებული, ვინმე დააჯარიმოს. პირიქით, ჩვენ ვცდილობთ რომ მაქსიმალურად ავირიდოთ თავიდან ეს პროცედურა და დავეხმაროთ ყველა ორგანიზაციას, ვინც ამის სურვილს გამოთქვამს, - ამის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე დავით დევიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე ისაუბრა.

დავით დევიძის განმარტებით, საჯარო რეესტრი მზად არის, კონსულტაცია გაუწიოს ყველა იმ ორგანიზაციას, რომელსაც რეგისტრაციის პროცესში კითხვები გაუჩნდება.

,,ვეწევით საინფორმაციო კამპანიას. ყველა წერილს და კითხვას, რაც შემოდის, ვპასუხობთ სრულყოფილი განმარტებით. ჩვენი მიზანია, ხარვეზების დადგენის შემთხვევაში ვითანამშრომლოთ, ვესაუბროთ ორგანიზაციებს. ვუხსნით, კონკრეტულ ველში რა ჩაიწეროს - ამაზე სატელეფონო კომუნიკაცია გრძელდება საათობით.

120 იუსტიციის სახლია საქართველოში. ყველა თანამშრომელი დატრენინგებულია და გადამზადებულია. ყველგან შეიძლება ამ განცხადების ჩაბარება. ძალიან გთხოვთ, რომ არავის დასჭირდეს ისეთი პროცედურა, როგორიც არის ჯარიმები. საჯარო რეესტრი ყველანაირად მხარს დაუჭერს და ხელს შეუწყობს მათ,“ - განაცხადა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე დავით დევიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე