მამუკა ხაზარაძე - რაც სოფელ მარადიდში ვნახეთ, წარმოსადგენადაც კი რთულია - სოფელი თითქმის სრულად დატბორილია, ხალხი წყალში ცხოვრობს, განადგურებულია წინაპართა საფლავები, სახნავ-სათესზე რომ არაფერი ვთქვათ

დღეს რაც სოფელ მარადიდში ვნახეთ, წარმოსადგენადაც კი რთულია - სოფელი, თითქმის სრულად დატბორილია, ხალხი ფაქტობრივად წყალში ცხოვრობს, განადგურებულია წინაპართა საფლავები, სახნავ-სათესზე რომ არაფერი ვთქვათ, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ აჭარის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

„აი, ეს არის დღეს „ქართული ოცნების“ სახე, რომელსაც არ აინტერესებს არც საკუთარი მოქალაქე და არც ქვეყანა. 35 ოჯახი შესაძლოა მალე წყალმა წაიღოს და ამას „ოცნების“ კაბინეტებიდან გულგრილად უყურებენ.

ასეთი ხელისუფლება არის გასაშვები! 26 ოქტომბერს ჩვენ ყველამ ერთად უნდა მივიღოთ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და შანსი მივცეთ რეალურ ალტერნატივას - ხალხს, რომლისთვისაც ადამიანი არის მთავარი ღირებულება, რომელსაც შეუძლია ძლიერი საქართველოს შენება და მართვა!“ - წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისათვის, „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები - მამუკა ხაზარაძე, ალეკო ელისაშვილი ლევან ცუცქირიძე და სხვები ორი დღეა აჭარის რეგიონში მოსახლეობას ხვდებიან.

ისინი უკვე შეხვდნენ, ხულოს, შუახევის, ქედას, ხელვაჩაურის და ქობულეთის რაიონის მოსახლეობას, მოისმინეს მათი პრობლემები და გააცნეს საკუთარი გეგმები.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება