თამარ კორძაია დავით დევიძეს - ძალიან დიდი განაცხადი გააკეთეთ, როდესაც ამ მასშტაბის მონაცემებს თქვენ ანდობთ ხელოვნურ ინტელექტს. მაინტერესებს, რის საფუძველზე შექმენით ეს ყველაფერი?!

ძალიან დიდი განაცხადი გააკეთეთ, როდესაც ამ მასშტაბის მონაცემებს თქვენ ანდობთ ხელოვნურ ინტელექტს. მაინტერესებს, რის საფუძველზე შექმენით ეს ყველაფერი?! - ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე საჯარო რეესტრის წარმომადგენელს დავით დევიძეს, რომელმაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პერსონალური მონაცემების ნაწილზე ისაუბრა.

თამარ კორძაიას განცხადებით, ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით არ არსებობს სამართლებრივი რეგულაციები და მისი განვითარების პროგნოზირება ძალიან რთულია.

„ბატონო დავით, თქვენ ბრძანეთ, რომ მოწოდებული ინფორმაციის სიდიდიდან გამომდინარე, თქვენ შექმენით ხელოვნური ინტელექტის პროგრამა და ამით აპირებთ დამუშავებას, რადგან ძალიან მოცულობითია ეს მასალა. სანამ თქვენ საუბრობდით, ჩვენ დავუსვით ასეთი შეკითხვა ხელოვნურ ინტელექტს, უცხოური ინტერესების გამტარი ორგანიზაციის მონაცემების დამუშავებისათვის რა საფრთხეებია ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისას. ახლა წაგიკითხავთ, რა გვიპასუხა:

„მთავრობებს ან სხვა აქტორებს შეუძლიათ მანიპულირება ხელოვნური ინტელექტის სისტემებით, რათა მიზანმიმართულად მოხდეს კონკრეტულ ორგანიზაციებზე ან ინდივიდებზე თავდასხმა უსამართლოდ. თუ ხელოვნური ინტელექტი დაპროგრამებულია ან გავლენას ახდენს გარკვეულ კრიტერიუმებზე ფოკუსირებისთვის, ის შეიძლება გამოყენებულ იქნეს პოლიტიკური რეპრესიების იარაღად, განსხვავებული ხმების ჩასახშობად, მათი უცხო აგენტებად დასახელებით“. ვენდოთ ახლა ჩვენ ხელოვნურ ინტელექტს?

როდესაც ამბობთ, რომ ხელოვნური ინტელექტის პროგრამა შექმენით, დაწერეთ და ამას გამოიყენებთ, შეგიძლიათ მიმითითოთ საქართველოს კანონმდებლობაში შესაბამისი სამართლებრივი აქტი, რომელიც განსაზღვრავს იუსტიციის სამინისტროს მიერ ასეთი პროგრამების შექმნის, გამოყენების, ამ პროგრამებში ცდომილებებისა და თავის დაცვის და ცდომილებების შემთხვევაში, იუსტიციის სამინისტროს პასუხისმგებლობის ფარგლები? იმიტომ, რომ ძალიან დიდი განაცხადი გააკეთეთ, როდესაც ამ მასშტაბის მონაცემებს თქვენ ანდობთ ხელოვნურ ინტელექტს. მაინტერესებს, რის საფუძველზე შექმენით ეს ყველაფერი?!

ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით არ არსებობს სამართლებრივი რეგულაციები, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასთან დაკავშირებით ძალიან დიდი დისკუსიები მიდის მსოფლიოში, რომ ეს არის სერიოზული პრობლემა იმიტომ, რომ მისი ძირითადი დამახასიათებელი ნიშანი არის ის, რომ ის თვითონ ვითარდება. პროგრამა და ალგორითმი როგორ განვითარდება, ამის პროგნოზირება არის ძალიან რთული და ამიტომ დავსვი მე ეს შეკითხვა“, - აღნიშნა თამარ კორძაიამ.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს