საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კარიბის ზღვის რეგიონის სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კარიბის ზღვის რეგიონის სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივ და მრავალმხრივ საპარლამენტო ფორმატებში თანამშრომლობა.

მათივე ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს მიღწევებს ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების გზაზე და გამოთქვეს საუკეთესო გამოცდილების გაზიარების სურვილი, განსაკუთრებით, სახელმწიფო სერვისების, საბიუჯეტო პროცესების მართვის და ეკონომიკური რეფორმების სფეროებში.

„პარლამენტის თავმჯდომარემ საგარეო საქმეთა მინისტრებს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და გამოთქვა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუციის მხარდაჭერის გაგრძელების იმედი. მხარეებმა ხაზი გაუსვეს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დაცვის აუცილებლობას.

შალვა პაპუაშვილმა და კარიბის ზღვის რეგიონის ქვეყნების მინისტრებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე, საქართველოს პროგრესზე რეფორმების განხორციელების მიმართულებით და საქართველოს, როგორც ვაჭრობის შუა დერეფნის მნიშვნელოვანი ქვეყნის როლზე“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს